Thursday, February 16, 2023
ანბანის შემობრძანება
ანბანის შემობრძანება
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ანა მერაბიშვილი
გაკვეთილის თემა: ქართული: „ი“ და „ა“ ასო-ბგერები
სწავლების საფეხური: დაწყებითი I კლასი
ინტეგრირებულისაგნები ქართული, ბუნება, ხელოვნება
მოსწავლეთარაოდენობა 5
მოსწავლეთაორგანიზება ინდივიდუალური, წყვილური
აქტივობის მიზნები დამისაღწევი შედეგები ,,ი” და ,,ა” ასო-ბგერების გაცნობა,
შესწავლა,
კითხვა;
წიგნთან მუშაობა,
ასოს შესაბამის ბგერასთან დაკავშირება;
ასოს გამოყოფა სიტყვიდან;
ამოცნობა სხვა ასოებს შორის;
წელიწადის დროების ჩამოთვლა;
ე.ს.გ განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები ქართ. I. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ. I მოსწავლესშეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
ქართIV . მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
ქართ. VI. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
ქართ. VІ. ასრულებს მასწავლებლის მარტივ
ზეპირ ინსტრუქციებს;
ბუნება. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს
წელიწადის დროების მონაცვლეობასთან
დაკავშირებული მოვლენები.
წინარე ცოდნა • თხრობა;
• თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფისწევრებთან);
• სტრატეგიების გააზრებულადგამოყენება;
• დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
• წარმოსახვის უნარი;
• შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
• ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწერა;
თანმიმდევრობა(აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯდა დრო) აქტივობა 1
მისალმება-მილოცვა.მოვეფეროთ ჩვენს სამშობლოს ლექსით და სიმღერით.შევიხსენებთ გაკვეთილის ქცევის წესებს ლექსით:,, ზარმა დაიწკრიალა,,.გავიხსენებთ თვეს და რიცხვს,წელიწადის დროებს.
აქტივობა 2
საქართველოს დიდი მგოსნის იაკობ გოგებაშვილის გახსენაბა
.საუბარი დედაენის შექმნაზე , როგორ აღმოაჩინა გოგებაშვილმა დედაენის შესასწავლად პირველი ასო- ბგერები.
მუშაობა სახელმძღვანელოზე.სურათის აღწერა.წინადადების შედგენა.წინადადებიდან სიტყვების გამოყოფა.სიტყვა ია-ზე ყურადღების გამახვილება,მისი გრაფიკულად გამოსახვა დაფაზე.სიტყვების დასახელება ,რომლებიც ი და ა ასო-ბგერებზე იწყება.ი და ა ასო-ბგერების მოხაზულობის ჩვენება.წინადადების აი ია-ს წაკითხვა.გავიხსენოთ რა არის წინადადება და რატომ ვსვამთ მის ბოლოს წერტილს.ნალის და ნამგლის სურათის ჩვენება და მიმსგავსება ახალ შესწავლილ ასო-ბგერებთან.
მოთელვა,წუთშესვენება.
თამაში: ყვავილების ამოცნობა---
და მათ შესახებ რაც იციან (ლექსი, ბალადა დაა.შ)პრეზენტაცია
წელიწადის რომელ დროს ყვავიან მინდვრის ყვავილები;
აქტივობა 3 .
წინასწარ დაფაზე გაკრული იქნება ,,ია”
ყვავილის სურათი წარწერით და შედგება ასოციაციური რუკა,ვთხოვთ ბავშვებს ამოიცნონ თუ რომელი ყვავილის სურათია და დავასახელოთ ამ ყვავილის თვისებები(მაგ:მორცხვი, ლამაზი და ა.შ) მივუწერ სხივებს ჩამოთვლილ თვისებებს, დავითვალოთ რამდენი თვისება ჩამოვთვალეთ;წელიწადის რომელი დროის მახარობელია ია ;
აქტივობა 4 .
შემდეგ ბავშვებს წავუკითხავთ ლექსს ,,აი ია’’, ვისაუბრებთ, რომ ია ეს არის საწყისი დედა ენის,გასაღები ცოდნისა და ა.შ;
აქტივობა 5.
ბავშვებს ვთხოვ დავთვალოთ რამდენი ასოსაგან შედგება სიტყვა ,,ია”, მივმართავ გონებრივ იერიშს: კითხვებით შევამოწმებ თუ რა გაიგეს მასწავლებლის მონათხრობიდან.ვისაუბრებთ თუ რამდენი ასო-ბგერა გვაქვს შესასწავლი,და ვეტყვი,რომ 33 ასო-ბგერის შესწავლის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება სრულყოფილი წერა-კითხვა.
აქტიბობა 6. წინასწარ ფლიფჩარტზე დაწერილი მექნება სიტყბვები.ბავშვებმა უნდა მოძებნონ ასო ი და შემოხაზონ წითელი მარკერით,ხოლო ა ასო შავი მარკერით.
აქტივობა 7.დავურიგებ იის დაჭრილ სურათებს წარწერით, წყვილებში შეაერთონ დამიიღონ სიტყვა ,,ია”, გააფერადონ შესაფერისი ფერებით.
აქტივობა 8 .
წიგნზე მუშაობა - ტექსტის წაკითხვა ,,ია”;
გამოცანები იაზე. ,,ი” და ,,ა”, როგორც ხმოვნები გაცნობა;
აქტივობა 9.
მოძრავ ანბანზე მუშაობა: დაფასთან მოძრავი ანბანით დავწერთ სიტყვებს, რომელიც ბოლოვდება ,,ი” და ,,ა” ასო-ბგერაზე, წავუკითხავ სიტყვებს დაბოლოებების გამოტოვებით, ბავშვები ასწევენ იმ ასოს რომელზედაც ბოლოვდება სიტყვა, ცალ-ცალკე მოსწავლის გამოძახებით დასვამენ საჭირო ასოს თავის ადგილზე; დავათვლევინებთ სულ რამდენი ,,ი” და ,,ა” ასო-ბგერის გამოყენება დაგვჭირდა;
აქტივობა 10 (შეჯამება)
მადლობა დედაენის შემომქმედს.
მადლობა დედაენას ,ჯადოსნური გასაღების მობრანებისთვის,ცოდნის კარის გაღებისთვის.ბავშვები პირობას დადებენ ,რომ ისწავლიან კარგად და გაუფრთხილდებიან დედაენაც,როგორც დაგვიბარა დიდმა იაკობმა.
ბოლოს სიმღერას ,,ანი ბანი განი,, კლასი შეასრულებს ერთად.
შეფასება
განმავითარებელი შეფასება-მასწავლებლის კომენტარები;
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლორესურსები წიგნები; ბარათები; სურათები; მარკერები; მოძრავი ანბანი;პლაკატები; დაფა;
გაკვეთილის რეფლექსია
ანბანის შემობრძანება
პედაგოგი: ანა მერაბიშვილი
დავგეგმე და ჩავატარე ღია გაკვეთილი ანბანის შემობრძანებასთან დაკავშირებით.თემის არჩევას მნიშვნელობა მივანიჭე იქედან გამომდინარე,რომ მოსწავლეები იწყებენ ანბანის გაცნობას,წერა- კითხვის შესწავლას.
ვფიქრობ,კლასში შეიქმნა საზეიმო განწყობა და ეს გაკვეთილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა ბავშვებისათვის.გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ შედეგებს მივაღწიეთდა მოსწავლეებს განუვითარდათ :
• წყვილებში მუშაობის უნარი.
• ვიზუალური აღქმისა და დამახსოვრების უნარი.
• ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი.
ამ გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერებისუნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
გაკვეთილით კმაყოფილი ვარ,რადგან მოსწავლეებმა მოკლე დროში გააცნობიერეს მოსწავლის სტატუსი და ანბანის მნიშვნელობა.სუსტ მხარედ ვთვლი იმას ,რომ გაკვეთილზე ცოტა ვღელავდი, ვნერვიულობდი .ვინაიდან ბავშვებს ჯერ არ ვიცნობდი სათანადოდ,არ ვიცოდი როგორ წამომყვებოდნენ. თუმცა ბავშვებმა მოლოდინს გადააჭარბეს და გაკვეთილზე არაჩვეულებრივად იაქტიურეს. ღელვის გამო ვსაუბრობდი ხმამაღლა.შევეცდები მომავალში ვიმუშაო ჩემ თავზე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment