Friday, February 17, 2023
ინტეგრირებული პროექტი: ქართული მუსიკა ხელოვნება:" მსახიობობანა:
ინტეგრირებული პროექტის სახელწოდება: მსახიობობანა
ქართული ენა ლიტერატურა: მუსიკა :ხელოვნება:
(ინსცენირება იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“ მიხედვით)
პროექტის მთავარი იდეა: შესწავლილი ნაწარმოების მიხედვით სცენარის დაწერა და მისი ინსცენირება.
პრობლემა: დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ კლასში ბევრ მოსწავლეს უჭირდა ზეპირი მეტყველება და მხატვრული კითხვა. კლასში, ერთი მხრივ, იყვნენ მორიდებული, გადაჭარბებულად მორცხვი, არაკომუნიკაბელური, პასიური ბავშვები და, მეორე მხრივ, ძალზე მოტივირებული, პერფეციონისტი მოსწავლეები. იგრძნობოდა შემოქმედებითი უნარის დეფიციტიც. ყოველივე ეს ხელს უშლიდა მათს სოციალურ განვითარებას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები საკუთარი ძალებით შეძლებენ პიესის დადგმას, როლებზე მუშაობას, მის მხატვრულ და მუსიკალურ გაფორმებას. ისინი თვითონ მოიძიებენ და დამზადებენ დეკორაციებს, კოსტიუმებს, მონაწილეობას მიიღებენ სცენარის დაწერაში.
პროექტის მიზნები: მოსწავლეთა დაინტერესება თეატრალური ხელოვნებით; მათში შემოქმედებითი უნარის გაღვივება; სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქრიკაში გამოყენება; მათი მოტივირების, თვითორგანიზაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება; ჯგუფური მუშაობის, ზეპირი მეტყველებისა და მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება; დისციპლინათშორისი გამოცდილებისა და მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება.
მოსწავლეთა ასაკი: მე-5 კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაინტერესდებიან თეატრალური ხელოვნებით; საკუთარი ძალებით დადგამენ პიესას და თავიანთი შემოქმედებით წარსდგებიან მასწავლებლების, მშობლებისა და თანატოლების წიმაშე. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა და სხვადასხვა დისციპლინარული გამოცდილების სინთეზის უნარ-ჩვევები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწრობს მოსწავლეები სოციალური უნარების განვითარებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სცენარი, მოსწავლეთა ხელით დამზადებული რეკვიზიტები, დეკორაციები და კოსტიუმები, კომპიუტერი
სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა:
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები საქმიანობის გაწერა დროში მთელი კლასი მთელი კლასი საქმიანობის შესაბამისი რესურსები
1 სცენარის დაწერა 11-15.11.2020 წ. ი.გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“,კომპიუტერი.
2 როლების განაწილება 14-15.11.2020 წ. . სცენარი, ბარათები.
3 მუსიკალური გაფორმება 18-24.11.2020 წ. კომპიუტერი,
4 მხატვრული გაფორმება 19-24.11.2020 წ. კუნძები, ხელოვნური ყვვიალები, პლასტმასის ბოთლები, საღებავი, მუყაო, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, ფერადი ქსოვილები.
5 როლებზე მუ-
შაობა 15.11-16.12.2020 წ. მთელი კლასი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კონსულტაციით). სცენარი, ბარათები, რეკვიზიტები.
6 რეპეტიციები ყოველდღე მთელი კლასი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კონსულტაციით). . სცენარი, დეკორაციები კოსტიუმები.
7 გენერალური რეპეტიცია 15-16.12.2020 წ. მთელი კლასი დეკორაციებ.
8 სპექტაკლი 18.12.2020 მთელი კლასი მთელი კლასი დეკორაციები, კოსტიუმები, ფოტოაპარატი კომპიუტერი
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/, ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ქართ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. ქართ. V.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი. მოსწავლეებს შეუძლიათ დისციპლინათშორისი (ქართული ენა და ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება) გამოცდილების გამთლიანება.
პროექტზე მუშაობისას შეიქმნა შემდეგი ჯგუფები:
საინიციატივო ჯგუფი;
სცენარის ავტორები;
მუსიკალური გამფორმებლები;
მხატვრული გამფორმებლები;
დეკორატორები;
რეკვიზიტების დამამზადებლები.
მონიტორინგთა ჯგუფი.
ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე
თარიღი 20.12 .2020 წელი
კლასი მე-5
ამოცანის განხორციელების ვადა: 10.11.2020-18.12.2020
შინაარსობრივი სამუშაო მოვაგვარეთ.
მოცემულ ვადაში წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოებს:
სცენარის დაწერა;
როლების განაწილება;
მუსიკალური გაფორმება;
სცენარის დაწერა
როლების განაწილება
მუსიკალური გაფორმება
მხატვრული გაფორმება
როლებზე მუ-
შაობა
გენერალური რეპეტიცია
სპექტაკლი
წავაწყდით დაბრკოლებებ.
უკეთესი იქნებოდა, თუ სპექტაკლს სააქტო დარბაზში დავდგამდით, რადგან საკლასო ოთახში შეუძლებელი იყო მოსწავლეთა ჩანაფიქრის ნორმალურად განხორციელება
პროექტის რეფლექსია
ამ პროექტის ინიციატორი მე ვიყავი. იმდენად მომეწონა იაკობ გოგებაშვილის ეს მოთხრობა, რომ მასწავლებელს ვთხოვე, სპექტაკლი დაგვედგა. მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მართალია, ეს არ იყო სრულყოფილი სპექტაკლი, მაგრამ იმაში მაინც დავრწმუნდით, რომ თუ ყველა ერთად მოვინდომებთ, რაღაცა მაინც გამოგვივა.
ამ პროექტმა ბევრი რამ გვასწავლა: ურთიერთთანამშრომლობა, დეკორაციების მომზადება, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, როლების გათავისება, მხატვრული კითხვა.
მე და ჩემს მეგობრებს სურვილი გაგვიჩნდა, რომ მსგავსი პროექტები სამომავლოდაც დავგეგმოთ. იმედია, ამ პროექტის მომზადებაზე მიღებული გამოცდილება შემდგომში უსათუოდ გამოგვადგება.
ხელმძღვანელი : ანა მერაბიშვილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment