Thursday, February 16, 2023
პროექტ გაკვეთილის გეგმა "წიგნი ჩემი მეგობარია"
პროექტ გაკვეთილის გეგმა „წიგნი - ჩვენი საუკეთესო მეგობარი“
პედაგოგი :ანა მერაბიშვილი
გაკვეთილის თემა წიგნი- ჩვენი საუკეთესო მეგობარი
სწავლების საფეხური 4 5 კლასი
მოსწავლწთა პროფილი 5 მოსწავლე...
სპეციალური საჭიროების მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა შევაყვარო მოსწავლეებს წიგნის სამყარო,დავარწმუნო მოზარდები წიგნის კითხვის აუცილებლობაში . გააცნოს ბიბლიოთეკა და ბიბლიოთწკარის საქმიანობა
გამოუმუშაოს ბიბლიოთეკაში სასურველი წიგნის შერჩევისა და საცნობარო ლიტერატურაზე (ლექსიკონი,ენციკლოპედია,კატალოგი)მუშაობის უნარ ჩვევები.
ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები VI. 1.საუბრობს ნათლად და გარკვევით,პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს
VI. 3.შეარჩევს და გადაამოწმებს სხვადასხვა სახის (ინფორმაციულ,ვიზუალურ და ა.შ.)მასალას სანდოობის თვალსაზრისით
VI. 4.სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის გამოთქმისათვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს
VI. 5. ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე.
VI. 5. გეგმავს და ამზადებს ჯგუფურ ან წყვილურ
საკომუნიკაციო ამოცანას სხვადასხვა საშუალების (ბიბლიოთეკის) მეშვეობით.
VI. 6. წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს.
VI. 13. ადგენს წიგნის კატალოგს.
წინასწარი ცოდნა მოსწავლეებს შესწავილი აქვთ მე-4 მე -5 კლასის სახელმძღვანელოს
1-ლი თავი - ,,წიგნი”. ზოგიერთი მათგანი არის ბიბლიოთეკის მკითხველი და კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას.
შეფასების საგანი და პროცედურები მოსწავლეები ფასდებიან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით. დაკვირვება მოსწავლეთა ჩართულობაზე ჯგუფურ მუშაობაში, დავალების შესრულება, ზეპირი პრეზენტაცია.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები სახემძღვანელო - ვ. როდონაია, ნ .ნაკუდაშვილი, ა. არაბული, ე. ქურციკიძე, მ. ხუციშვილი;
ბიბლიოთეკაში არსებული თვალსაჩინოებანი - კატალოგი, ბარათები, მკითხველის წიგნაკები.
გაკვეთილის მსვლელობა აქტივობა 1
გონებრივი იერიშით შევამოწმებ მოსწავლეთა ცოდნას. გამოვკით
ხავ, თუ რა გაიგეს განვლილი მასალიდან წიგნის შესახებ. (5 წუთი)
აქტივობა 2
მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წიგნზე, როგორ უყვარდა ქართველ კაცს კითხვა და რომელ წიგნს სცემდა განსაკუთრებულ პატივს
აქტივობა 3
მინილექცია. ბიბლიოთეკის გამგე მოსწავლეებს ესაუბრება ბიბლიოთეკის უდიდეს მნიშვნელობაზე, მის როლსა და დანიშნულებაზე. იგი მოსწავლეებს ათვალიერებინებს
წიგნსაცავს, კატალოგებს, ბარათებს და ბიბლიოთეკაში
არსებულ სხვა თვალსაჩინოებებს. (10 წუთი)
აქტივობა 4
ჯგუფური მუშაობა.
მოსწავლეებს დავყოფ 2 ჯგუფად.
პირველი ჯგუფის ბავშვებს დავურიგებ ბარათებს და ვთხოვ, ბიბლიოთეკარის დახმარებით მოძებნონ წიგნები
მეორე ჯგუფის ბავშვებს ვთხოვ, დამოუკიდებლად შეარჩიონ ორი წიგნი და თანაკლასელებს აუხსნან, თუ რატომ შეაჩერეს მათზე ყურადღება. (8 წუთი)
აქტივობა 6.ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას (15 წუთი)
.აქტივობა 7.მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება:
საოჯახო ბიბლიოთეკიდან შეარჩიონ 5 წიგნი და
შეადგინონ ბარათები. (2 წუთი)
შეფასება ვიყენებთ განმსაზღვრელ და ჯგუფურ შეფასებებს.
პროექტის შეფასების კითხვარი
საყვარელო მოსწავლეებო!
იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, ჩემი დიდი სურვილია გავარკვიოთ, როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე ისწავლე?
ა) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე;
ბ) მე ახალი ვისწავლე.
გ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი;
დ) მე არაფერი მისწავლია ახალი.
2. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა? ამ პროექტზე მუშაობით შენს ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა;
ბ)უკეთესი გახდა;
გ)დარჩა ისეთივე, როგორიც იყო;
დ)ურთიერთობა გაუარესდა.
3. შენთვის გასაგები იყო საკუთარი როლი პროექტის წარმატებითგანსახორციელებლად და შედეგის მისაღწევად?
ა)სრულიად ნათელი იყო;
ბ)ძირითადად ნათელი იყო;
გ)ნაკლებად ნათელი იყო;
დ)სრულიად გაურკვეველი იყო.
4. ,,მასწავლებელმა მიჩვენა გზა, თუ როგორ უნდა მემუშავა პროექტზე“
ა)სრულიად ვეთანხმები;
ბ)ვეთანხმები;
გ)ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ)არ ვეთანხმები.
5. ,,როდესაც მე მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო“
ა)სრულიად ვეთანხმები;
ბ)ვეთანხმები;
გ)ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
6. ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ.
ა)სრულიად ვეთანხმები;
ბ)ვეთანხმები;
გ)ნაწილობრივ ვეთანხმები;
დ) არ ვეთანხმები.
კრიტიკა:
დიდი მადლობა დახმარებისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი : ანა მერაბიშვილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment