Friday, February 17, 2023
პროექტი მეგობრობა
პროექტის გეგმა მეგობრობა
პროექტის ავტორი
სახელი და გვარი ანა მერაბიშვილი
სოფელ პტენის საჯარო სკოლა
პროექტის თემა - „მეგობრობა სიძლიერეა“
პრობლემა
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და ყველასთვის ხელმისაწვდომობამ, გამოიწვია თანამედროვე ბავშვების და მოზარდების გარესამყაროსგან კონტაქტის შემცირება და ერთმანეთთან ურთიერთობის რეალურიდან ვირტუალურ სამყაროში გადატანა.
აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად უშლის ხელს როგორც მოზარდების სოციალურ განვითარებას, ასევე მათი გრძნობების და ემოციების სწორად ჩამოყალიბებას. კომპიუტერებზე და ციფრულ გაჯეტებზე დამოკიდებულება სერიოზულ მენტალურ ცვლილებებს იწვევს მოზარდებში, რაც უარყოფითად აისახება მათ ურთიერთობაზე გარე სამყაროსთან და ერთმანეთთან.
პროექტის მიზანი და მისაღწევი შედეგი
პროექტის მიზანია ბავშვებში ავამაღლოთ ცნობიერებაკომპიუტერის რაციონალურად გამოყენების კუთხით, რათა მათ ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენონ მხოლოდ სასწავლო და შემეცნებითი მიზნით, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმონ ვირტუალურ სამყაროში გართობას, უფრო მეტი ითამაშონ, იკონტაქტონ და ისაუბრონ თავის თანატოლებთან, გაცვალონ აზრი, იკამათონ და იმეგობრონ რეალურ სამყაროში.
კლასი მე-5კლასი, დაწყებითისაფეხური, 5 მოსწავლე.
პროექტის ხანგრძლივობა
ორი თვე.
პროექტის ეტაპები
პირველი ეტაპი
წერილი უცნობ მეგობარს
ბავშვები წერილს მისწერენ მათთვის უცნობ მეგობარს ანონიმურად;
წერილში ისინი მოყვებიან თავის შეხედულებებზე, აზრებზე, დამოკიდებულებაზე გარესამყაროსადმი, მეგობრების შესახებ. მოყვებიან რა უყვართ, რა არ უყვართ ან ზედმეტად მიაჩნიათ, რას ისურვებენ რომ ჰქონდეთ ან რის შეცვლას მოითხოვენ.
პრეზენტაციაზე ისინი ერთმანეთის ნაწერს წაიკითხავენ და ისაუბრებენ თავიანთ განცდებზე, რაც აღნიშნული აქტივობისას შეექმნათ.
ამ აქტივობის მიზანიაწერილისწერისტრადიციისაღდგენა, დამკვიდრებადაწერილობითიურთიერთობისპოპულარიზაციაახალგაზრდათაობაში. აგრეთვე, თანამედროვეტექნოლოგიებისპირობებშიწერილობითიურთიერთობისფორმისშენარჩუნება, იმისთვისრომგავხადოთურთიერთობახელშესახები.
მეორე ეტაპი
ერთი დღე მეგობართან ერთად
ბავშვებს ვაძლევ დავალებას, გაატარონ ერთი დღე საუკეთესო მეგობართან ერთად:
– არ სარგებლობენ ტელეფონით;
– არ იყენებენ კომპიუტერს;
– არ უყურებენ ტელევიზორს;
მეგობართან ერთად თამაშობენ, ერთობიან, საუბრობენ და ა.შ. მომდევნო დღისათვის მეგობართან გატარებულ დღეზე წერენ მოკლე ამბავს – „მეგობართან გატარებული ერთი დღე“ და პრეზენტაციაზე კითხულობენ.
ამ აქტივობის მიზანია ბავშვებს დავანახოთ რომ ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თამაში უფრო მეტად სახალისო, საინატერესო და სასარგებლოა მათი ურთიერთობებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მეგობრობისთვის.
მესამე ეტაპი
წერილი მომავალს
ბავშვები უწერენ წერილებს საკუთარ თავს მომავალში, წარმოიდგინეს როგორები იქნებიან მე–12 კლასში, რა პროფესიები ექნებათ არჩეული, როგორი ბოლო ზარი ექნებათ, უსურვეს სურვილები საკუთარ თავს და მეგობრებს.
ამ წერილებს შევინახავ და მათ ბოლო ზარზე დავუბრუნებ.
ამ აქტივობის მიზანია მათი ბავშური შეხედულებების, ემოციებისა და ურთიერთობის შენახვა, რათა სკოლის დამთავრებისას გაიხსენონ ბავშვობა.
მეოთხე ეტაპი
მშობლები მასწავლებლის ამპლუაში
სკოლაში მოვიწვევთ რამოდენიმე მშობელს, რომლებიც ჩაატარებენ ერთ გაკვეთილს, შეამოწმებენ ტესტებს, დაწერენ ნიშნებს და უკეთ გაეცნობიან გაკვეთილის ჩატარების თავისებურებებს.
ამ აქტივობის მიზანია მეგობრული დამოკიდებულების ხელშეწყობა მასწავლებლებსა და მშობლებს შორის.
ზოგჯერ მშობლები ძალიან იშვიათად მოდიან სკოლაში და მათთვის უცხოა სასწავლო გარემო, ასეთი თანამშრომლობა კი უფრო მეტად დააახლოვებს და მეგობრულს გახდის მშობლების და პედაგოგების ურთიერთობას.
მეხუთე ეტაპი
რამდენად ვმეგობრობთ ჩვენს შვილებთან
ბავშვები ავსებენ წინასწარ გამზადებულ კითხვარს საკუთარ თავზე.
შემდეგ იმავე კითხვებზე პასუხს სცემენ მათი მშობლები, (მათ არ იციან რა უპასუხეს ბავშვებმა)
საინტერესოა, რამდენად კარგად იციან მშობლებმა მათი შვილების ინტერესის სფერო, სურვილები, აზრები და ა.შ.
ამ აქტივობის მიზანია გავარკვიოთ, რამდენად ვმეგობრობთ ჩვენს შვილებთან...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment