Thursday, February 16, 2023

ქართული და ისტი რეფლექსია

ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია თარიღი 23.12.2022 საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა :ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გაკვეთილის თემა: ახალი წელი პედაგოგი: ანა მერაბიშვილი თამუნა ინასარიძე კლასი: 2-4 2022 წლის 23 დეკემბერი ქართულსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩავატარეთ ღია გაკვეთილი თემაზე: ახალი წელი, გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის და გაკვეთილის მიზნის გათვალისწინებით. ვფიქრობ, გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო ეფექტურად შერჩეული აქტივობები და სწორად გამოყენებული სასწავლო რესურსები, რომლებმაც უზრუნველყვეს მოსწავლეების ჩართულობა და დასახული მიზნის მიღწევა. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტიობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს. ამ გაკვეთილზე მე და ჩემმა მოსწავლეებმა შევძელით შედეგზე გასვლა. მიზნის მისაღწევად გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები. გაკვეთილის პირველ აქტივობა იყო მოსწავლებისთვის გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა. მეორე აქტივობა იყო წინარე ცოდნის გააქტიურება ახალ მასალასთან და გააზრებულად მსჯელობა.შემდეგ მივეცი დავალება,რომ გაეკეთებინათ პრეზენტაცია ახალ წელზე უნდა გაეკეთებინათ საპრეზენტაციო ფაილი მოემზადებინა, უნდა დაეკოპირებინათ ინტერნეტიდან სურათები,ვიდეოები,ტექსტი და ჩამოეტვირთათ ასევე უნდა შეცვალათ ტექსისთვის ზომა, ფერი, ფორმა და აეწყოთ სლაიდები. გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების საჭიროება არ დამდგარა. დრო გავანაწილე მიზნობრივად და სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტიობები. მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას გავითვალისწინებ იმ ხარვეზებს, რომელიც ჩემი აზრით გამოვლინდა ამ გაკვეთილზე. კერძოდ,შევეცდები დრო გავანაწილო უფრო სწორად და ასევე შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლებს მივცემ დავალებას რომ ინტერნეტიდან ჩამოტანილი მასალა არ იყოს მხოლოდ დაკოპირებული და ჩამოტანილი არამედ იცოდნენ წინასწარ ქონდეთ მასალა დამუშავებული და თვითონ წარადგინონ პრეზენტაცია.ჩვენთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება. დაინტერესებული ვართ, როგორც ჩვენი პროფესიული ზრდით, ასევე მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებით. ამიტომ სათანადოდ ვიზრუნებთ ამ მიმართულებით.

No comments:

Post a Comment