Friday, February 17, 2023

სოციალური პროექტი მშობლის ჩართულობა

სოციალური პროექტი 16.09 – 20.09 პროექტის სახელწოდება მშობელთა ჩართულობა მოსწავლის საკოლო ცხოვრებაში პოექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია სოფელ პტენის საჯარო სკოლა პროექტის ხელმძღვანელი: ანა მერაბიშვილი პროექტის ხანგრძლივობა/ დრო ერთიკვირა 16.09 – 20.09 2021 წელი პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები პროექტის მიზანია მოუხმოს ყველა მშობელს და აჩვენოს მათი პრობლემები, დამოკიდებულებები სწავლის მიმართ... საჭიროებების/ პრობლემის აღწერა იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა და სწავლის ხარისხი, აუცილებელია მშობლები იყვნენ ჩართული მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში, რადგან მოსწავლეები მეტად ყურადღებიანი და მოტივირებულები იყვნენ. განხორციელების გზები/დაგეგმილი ღონისძიებები 1. ლექციის ჩატარება, თემაზე „ქვეყნის მომავალი სკოლის და მშობლის ჯანსაღ ურთიერთობაშია“. 2. თუ რა როლი აკისრია მშობელს შვილის განვითარებაში კინო ფილმის „საოცრება“ ჩვენება. 3. კლასში როლური თამაში „მშობელი და შვილი“. 4. მშობლის ორი კატეგორია ამოიცანი საკუთარი თავი. 5. მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები. 6. ცნობილი ადამიანების გამონათქვამების მისადაგება და გახმოვანება თემაზე მოსწავლეთა მიერ. პროექტის მდგრადობა ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები მშობლებთან. პროექტის განხორციელების გეგმა პროექტის მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალი სამუშაოს შესრულების გეგმის გაწერა დღეების მიხედვით სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი: ანა მერაბიშვილი რეფლექსია სასწავლო წლის დასასწყისითანავე დავგეგემე და განვახორციელე სოციალური პროექტი „მშობელთაჩართულობამოსწავლისსაკოლოცხოვრებაში“ . პროექტისმიზანიიყომოუხმოთყველამშობელსდავაჩვენოთმოსწავლეთაპრობლემები, დამოკიდებულებებისწავლისმიმართ. როცაბავშვებსავუხსენიპროექტისდანიშნულება, ისინიპროექტისმიმდინარეობისასმონდომებითდააქტიურობითგამოირჩეოდნენ. პროექტისმონაწილეები იყვნენ მოსწავლეები და მათი მშობლები. მოსწავლეებთანერთადდავგეგმეთდაგანვახორციელეთსხვადასხვააქტივობები: მოვიწვიეთმშობლებივესაუბრემათიჩართულობითსწავლისხარისხისამაღლებაზედამოსწავლეთაკეთილდღეობაზე, ამასთანდაკავშირებითვაჩვენეფილმი „საოცრება“ , სადაცნათლადჩანსთუმშობლისგვერდშიდგომასდამონდომებასრადიდიმნიშვნელობააქვსბავშვისწინსვლისთვისდაგანვითარებისთვის. ასევევეწვიეთუბნისექიმდაფსიქოლოგსვესაუბრეთიმპრობლემებზე, რაცდღესთავსიჩენსმოსწავლეებშიდამივიღეთრეკომენდაციები, თუროგორშეიძლებამოგვარდესესა,თუისსიტუაცია. მოვაწყვეთ კლასში როლური თამაში „მშობელი და შვილი“. მოსწავლეებმა განასახიერეს ორი ტიპი სმშობელი: მშობელი მზრუნველი და მშობელი უყურადღებო, რომელიც გადაიტანეს ნახატებზე. მოსწავლეებთა ნერთად მოვაწყვე საინფორმაციო აქცია სოფლის ცენტრში, ვესაუბრეთ და მოვუწოდეთ მშობლებს, რომ „ჩვენგვჭირდება ყურადღება!“ „ დაგვითმეთ რდო ჩვენ!“ დაა.შ. ვისაუბრეთ ორ მნიშვნელოვა ნთარიღზე ეესენია 1 ივნისი „ბავშვთა დაცვი სსაერთაშორისო დღე“ და 22 ივლისი „მშობელთადღე“. მოსწავლეებს ვესაუბრეთ, რომ როგორც მათ სჭირდებათ ყურადღება და მზრუნველობა ასევე მნიშვნელოვანია მშობლისთვისაც შვილი სყურადღებ ად ადაფასება. მოსწავლეებამა სევე წაგვიკითხეს გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამებ ითემიდან გამომდინარე

პროექტი მეგობრობა

პროექტის გეგმა მეგობრობა პროექტის ავტორი სახელი და გვარი ანა მერაბიშვილი სოფელ პტენის საჯარო სკოლა პროექტის თემა - „მეგობრობა სიძლიერეა“ პრობლემა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და ყველასთვის ხელმისაწვდომობამ, გამოიწვია თანამედროვე ბავშვების და მოზარდების გარესამყაროსგან კონტაქტის შემცირება და ერთმანეთთან ურთიერთობის რეალურიდან ვირტუალურ სამყაროში გადატანა. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად უშლის ხელს როგორც მოზარდების სოციალურ განვითარებას, ასევე მათი გრძნობების და ემოციების სწორად ჩამოყალიბებას. კომპიუტერებზე და ციფრულ გაჯეტებზე დამოკიდებულება სერიოზულ მენტალურ ცვლილებებს იწვევს მოზარდებში, რაც უარყოფითად აისახება მათ ურთიერთობაზე გარე სამყაროსთან და ერთმანეთთან. პროექტის მიზანი და მისაღწევი შედეგი პროექტის მიზანია ბავშვებში ავამაღლოთ ცნობიერებაკომპიუტერის რაციონალურად გამოყენების კუთხით, რათა მათ ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენონ მხოლოდ სასწავლო და შემეცნებითი მიზნით, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმონ ვირტუალურ სამყაროში გართობას, უფრო მეტი ითამაშონ, იკონტაქტონ და ისაუბრონ თავის თანატოლებთან, გაცვალონ აზრი, იკამათონ და იმეგობრონ რეალურ სამყაროში. კლასი მე-5კლასი, დაწყებითისაფეხური, 5 მოსწავლე. პროექტის ხანგრძლივობა ორი თვე. პროექტის ეტაპები პირველი ეტაპი წერილი უცნობ მეგობარს ბავშვები წერილს მისწერენ მათთვის უცნობ მეგობარს ანონიმურად; წერილში ისინი მოყვებიან თავის შეხედულებებზე, აზრებზე, დამოკიდებულებაზე გარესამყაროსადმი, მეგობრების შესახებ. მოყვებიან რა უყვართ, რა არ უყვართ ან ზედმეტად მიაჩნიათ, რას ისურვებენ რომ ჰქონდეთ ან რის შეცვლას მოითხოვენ. პრეზენტაციაზე ისინი ერთმანეთის ნაწერს წაიკითხავენ და ისაუბრებენ თავიანთ განცდებზე, რაც აღნიშნული აქტივობისას შეექმნათ. ამ აქტივობის მიზანიაწერილისწერისტრადიციისაღდგენა, დამკვიდრებადაწერილობითიურთიერთობისპოპულარიზაციაახალგაზრდათაობაში. აგრეთვე, თანამედროვეტექნოლოგიებისპირობებშიწერილობითიურთიერთობისფორმისშენარჩუნება, იმისთვისრომგავხადოთურთიერთობახელშესახები. მეორე ეტაპი ერთი დღე მეგობართან ერთად ბავშვებს ვაძლევ დავალებას, გაატარონ ერთი დღე საუკეთესო მეგობართან ერთად: – არ სარგებლობენ ტელეფონით; – არ იყენებენ კომპიუტერს; – არ უყურებენ ტელევიზორს; მეგობართან ერთად თამაშობენ, ერთობიან, საუბრობენ და ა.შ. მომდევნო დღისათვის მეგობართან გატარებულ დღეზე წერენ მოკლე ამბავს – „მეგობართან გატარებული ერთი დღე“ და პრეზენტაციაზე კითხულობენ. ამ აქტივობის მიზანია ბავშვებს დავანახოთ რომ ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თამაში უფრო მეტად სახალისო, საინატერესო და სასარგებლოა მათი ურთიერთობებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მეგობრობისთვის. მესამე ეტაპი წერილი მომავალს ბავშვები უწერენ წერილებს საკუთარ თავს მომავალში, წარმოიდგინეს როგორები იქნებიან მე–12 კლასში, რა პროფესიები ექნებათ არჩეული, როგორი ბოლო ზარი ექნებათ, უსურვეს სურვილები საკუთარ თავს და მეგობრებს. ამ წერილებს შევინახავ და მათ ბოლო ზარზე დავუბრუნებ. ამ აქტივობის მიზანია მათი ბავშური შეხედულებების, ემოციებისა და ურთიერთობის შენახვა, რათა სკოლის დამთავრებისას გაიხსენონ ბავშვობა. მეოთხე ეტაპი მშობლები მასწავლებლის ამპლუაში სკოლაში მოვიწვევთ რამოდენიმე მშობელს, რომლებიც ჩაატარებენ ერთ გაკვეთილს, შეამოწმებენ ტესტებს, დაწერენ ნიშნებს და უკეთ გაეცნობიან გაკვეთილის ჩატარების თავისებურებებს. ამ აქტივობის მიზანია მეგობრული დამოკიდებულების ხელშეწყობა მასწავლებლებსა და მშობლებს შორის. ზოგჯერ მშობლები ძალიან იშვიათად მოდიან სკოლაში და მათთვის უცხოა სასწავლო გარემო, ასეთი თანამშრომლობა კი უფრო მეტად დააახლოვებს და მეგობრულს გახდის მშობლების და პედაგოგების ურთიერთობას. მეხუთე ეტაპი რამდენად ვმეგობრობთ ჩვენს შვილებთან ბავშვები ავსებენ წინასწარ გამზადებულ კითხვარს საკუთარ თავზე. შემდეგ იმავე კითხვებზე პასუხს სცემენ მათი მშობლები, (მათ არ იციან რა უპასუხეს ბავშვებმა) საინტერესოა, რამდენად კარგად იციან მშობლებმა მათი შვილების ინტერესის სფერო, სურვილები, აზრები და ა.შ. ამ აქტივობის მიზანია გავარკვიოთ, რამდენად ვმეგობრობთ ჩვენს შვილებთან...

ინტეგრირებული პროექტი: ქართული მუსიკა ხელოვნება:" მსახიობობანა:

ინტეგრირებული პროექტის სახელწოდება: მსახიობობანა ქართული ენა ლიტერატურა: მუსიკა :ხელოვნება: (ინსცენირება იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“ მიხედვით) პროექტის მთავარი იდეა: შესწავლილი ნაწარმოების მიხედვით სცენარის დაწერა და მისი ინსცენირება. პრობლემა: დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ კლასში ბევრ მოსწავლეს უჭირდა ზეპირი მეტყველება და მხატვრული კითხვა. კლასში, ერთი მხრივ, იყვნენ მორიდებული, გადაჭარბებულად მორცხვი, არაკომუნიკაბელური, პასიური ბავშვები და, მეორე მხრივ, ძალზე მოტივირებული, პერფეციონისტი მოსწავლეები. იგრძნობოდა შემოქმედებითი უნარის დეფიციტიც. ყოველივე ეს ხელს უშლიდა მათს სოციალურ განვითარებას. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები საკუთარი ძალებით შეძლებენ პიესის დადგმას, როლებზე მუშაობას, მის მხატვრულ და მუსიკალურ გაფორმებას. ისინი თვითონ მოიძიებენ და დამზადებენ დეკორაციებს, კოსტიუმებს, მონაწილეობას მიიღებენ სცენარის დაწერაში. პროექტის მიზნები: მოსწავლეთა დაინტერესება თეატრალური ხელოვნებით; მათში შემოქმედებითი უნარის გაღვივება; სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქრიკაში გამოყენება; მათი მოტივირების, თვითორგანიზაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება; ჯგუფური მუშაობის, ზეპირი მეტყველებისა და მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება; დისციპლინათშორისი გამოცდილებისა და მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება. მოსწავლეთა ასაკი: მე-5 კლასის მოსწავლეები. ვადები/ხანგრძივობა: 1 თვე მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაინტერესდებიან თეატრალური ხელოვნებით; საკუთარი ძალებით დადგამენ პიესას და თავიანთი შემოქმედებით წარსდგებიან მასწავლებლების, მშობლებისა და თანატოლების წიმაშე. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა და სხვადასხვა დისციპლინარული გამოცდილების სინთეზის უნარ-ჩვევები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწრობს მოსწავლეები სოციალური უნარების განვითარებას. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სცენარი, მოსწავლეთა ხელით დამზადებული რეკვიზიტები, დეკორაციები და კოსტიუმები, კომპიუტერი სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა: შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები საქმიანობის გაწერა დროში მთელი კლასი მთელი კლასი საქმიანობის შესაბამისი რესურსები 1 სცენარის დაწერა 11-15.11.2020 წ. ი.გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“,კომპიუტერი. 2 როლების განაწილება 14-15.11.2020 წ. . სცენარი, ბარათები. 3 მუსიკალური გაფორმება 18-24.11.2020 წ. კომპიუტერი, 4 მხატვრული გაფორმება 19-24.11.2020 წ. კუნძები, ხელოვნური ყვვიალები, პლასტმასის ბოთლები, საღებავი, მუყაო, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, ფერადი ქსოვილები. 5 როლებზე მუ- შაობა 15.11-16.12.2020 წ. მთელი კლასი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კონსულტაციით). სცენარი, ბარათები, რეკვიზიტები. 6 რეპეტიციები ყოველდღე მთელი კლასი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კონსულტაციით). . სცენარი, დეკორაციები კოსტიუმები. 7 გენერალური რეპეტიცია 15-16.12.2020 წ. მთელი კლასი დეკორაციებ. 8 სპექტაკლი 18.12.2020 მთელი კლასი მთელი კლასი დეკორაციები, კოსტიუმები, ფოტოაპარატი კომპიუტერი საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/, ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ქართ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. ქართ. V.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი. მოსწავლეებს შეუძლიათ დისციპლინათშორისი (ქართული ენა და ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება) გამოცდილების გამთლიანება. პროექტზე მუშაობისას შეიქმნა შემდეგი ჯგუფები: საინიციატივო ჯგუფი; სცენარის ავტორები; მუსიკალური გამფორმებლები; მხატვრული გამფორმებლები; დეკორატორები; რეკვიზიტების დამამზადებლები. მონიტორინგთა ჯგუფი. ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე თარიღი 20.12 .2020 წელი კლასი მე-5 ამოცანის განხორციელების ვადა: 10.11.2020-18.12.2020 შინაარსობრივი სამუშაო მოვაგვარეთ. მოცემულ ვადაში წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოებს: სცენარის დაწერა; როლების განაწილება; მუსიკალური გაფორმება; სცენარის დაწერა როლების განაწილება მუსიკალური გაფორმება მხატვრული გაფორმება როლებზე მუ- შაობა გენერალური რეპეტიცია სპექტაკლი წავაწყდით დაბრკოლებებ. უკეთესი იქნებოდა, თუ სპექტაკლს სააქტო დარბაზში დავდგამდით, რადგან საკლასო ოთახში შეუძლებელი იყო მოსწავლეთა ჩანაფიქრის ნორმალურად განხორციელება პროექტის რეფლექსია ამ პროექტის ინიციატორი მე ვიყავი. იმდენად მომეწონა იაკობ გოგებაშვილის ეს მოთხრობა, რომ მასწავლებელს ვთხოვე, სპექტაკლი დაგვედგა. მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მართალია, ეს არ იყო სრულყოფილი სპექტაკლი, მაგრამ იმაში მაინც დავრწმუნდით, რომ თუ ყველა ერთად მოვინდომებთ, რაღაცა მაინც გამოგვივა. ამ პროექტმა ბევრი რამ გვასწავლა: ურთიერთთანამშრომლობა, დეკორაციების მომზადება, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, როლების გათავისება, მხატვრული კითხვა. მე და ჩემს მეგობრებს სურვილი გაგვიჩნდა, რომ მსგავსი პროექტები სამომავლოდაც დავგეგმოთ. იმედია, ამ პროექტის მომზადებაზე მიღებული გამოცდილება შემდგომში უსათუოდ გამოგვადგება. ხელმძღვანელი : ანა მერაბიშვილი

Thursday, February 16, 2023

ქართული და ისტი რეფლექსია

ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია თარიღი 23.12.2022 საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა :ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გაკვეთილის თემა: ახალი წელი პედაგოგი: ანა მერაბიშვილი თამუნა ინასარიძე კლასი: 2-4 2022 წლის 23 დეკემბერი ქართულსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩავატარეთ ღია გაკვეთილი თემაზე: ახალი წელი, გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის და გაკვეთილის მიზნის გათვალისწინებით. ვფიქრობ, გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო ეფექტურად შერჩეული აქტივობები და სწორად გამოყენებული სასწავლო რესურსები, რომლებმაც უზრუნველყვეს მოსწავლეების ჩართულობა და დასახული მიზნის მიღწევა. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტიობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს. ამ გაკვეთილზე მე და ჩემმა მოსწავლეებმა შევძელით შედეგზე გასვლა. მიზნის მისაღწევად გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები. გაკვეთილის პირველ აქტივობა იყო მოსწავლებისთვის გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა. მეორე აქტივობა იყო წინარე ცოდნის გააქტიურება ახალ მასალასთან და გააზრებულად მსჯელობა.შემდეგ მივეცი დავალება,რომ გაეკეთებინათ პრეზენტაცია ახალ წელზე უნდა გაეკეთებინათ საპრეზენტაციო ფაილი მოემზადებინა, უნდა დაეკოპირებინათ ინტერნეტიდან სურათები,ვიდეოები,ტექსტი და ჩამოეტვირთათ ასევე უნდა შეცვალათ ტექსისთვის ზომა, ფერი, ფორმა და აეწყოთ სლაიდები. გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების საჭიროება არ დამდგარა. დრო გავანაწილე მიზნობრივად და სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტიობები. მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას გავითვალისწინებ იმ ხარვეზებს, რომელიც ჩემი აზრით გამოვლინდა ამ გაკვეთილზე. კერძოდ,შევეცდები დრო გავანაწილო უფრო სწორად და ასევე შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლებს მივცემ დავალებას რომ ინტერნეტიდან ჩამოტანილი მასალა არ იყოს მხოლოდ დაკოპირებული და ჩამოტანილი არამედ იცოდნენ წინასწარ ქონდეთ მასალა დამუშავებული და თვითონ წარადგინონ პრეზენტაცია.ჩვენთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება. დაინტერესებული ვართ, როგორც ჩვენი პროფესიული ზრდით, ასევე მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებით. ამიტომ სათანადოდ ვიზრუნებთ ამ მიმართულებით.