Tuesday, March 22, 2011

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ–მუზეუმი


                                          ილია ჭავჭავაძე საგურამოს  სახლ–მუზეუმი
სასწავლო პროექტის გეგმა
1.   პროექტის სახელი
ილია ჭავჭავაძის სახლ –მუზეუმი
.  პროექტის მოკლე აღწერა
ილია ჭავჭავაძის შესახებ ბევრი რამ იციან მოსწავლეებმა,მაგრამ ძალიან კარგი იქნება  ტუ ისინი საკუთარი თვალით ნახავენ იმ გარემოს ,სადაც  ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა და ასევე არანაკლები ნაწარმოებები სექმნა მწერალმა.
3.    პროექტის სრული აღწერა
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია და შეასრულონ დავალებები საგურამოს  სახლ–მუზეუმის შესახებ.მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებად.1ჯგუფი იმუშავებს შენობის შექმნის  ისტორიასა და არქიტექტურაზე,ყურადღებას გაამახვილებენ შენობის ირგვლივ  გაშენებულ ბაღზე.2ჯგუფი შეისწავლის სახლ–მუზეუმის  ექსპონავტებს,3ჯგუფი აიღებენ ინტერვიუს იმ ადამიანებისაგან ვინც უშუალოდ დაკავსირებულია მუზეუმის ცხოვრებასთან.4ჯგუფი გადაიღებს ფოტოებს,სადაც ასახული იქნება სახლ–მუზეუმის როგორც გარე ხედები ,ასევე შიდა ინტერიერი.5ჯგუფის წევრები  დაწერენ წერილებს ,რომელშიც აღწერენ ილია ჭავჭავაძის სიცოცხლეში საგურამოში გამართულ ,,ილიაობაზე“,ასევე საგურამოს უცხოელ თუ ქართველ ცნობილ ადამიანებზე,რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ილიას.
4 .     მონაწილეთა ასაკი
17წელი
5 .   ვადა/ხანგრძლივობა
2 კვირა
6.

    პროექტის შესახებ აქტივობები კლასში
მოსწავლეებს დავავალებ ლიტერატურის მოძიებას საგურამოს სახლ–მუზეუმის  შესახებ,ფოტო მასალისა და ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტის საშუალებით,გადაღებული სურათების გამოფენის მოწყობას.
7  .   მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები მოაწყობენ შემოქმედებით პრეზენტაციას ,შექმნიან ფოტო ალბომს,მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
8 .   სასარგებლო სხვებისთვის
მოსწავლეები დაათვალიერებენ საგურამოს სახლ მუზეუმს როგორც გარე ხედებს ასევე შიდა ინტერიერს,გაეცნობიან გარემოს,სადაც შეიქმნა ილიას საუკეთესო ნაწარმოებები;გაიფართოვებენ ცოდნას 19საუკუნის სამოციანელებზე,გამოუმუშავდებათ ინტერვიუს აღების ფოტო ალბომის გამომუშავების, ინტერნეტის მუშაობის უნარი.
9 .    სამუშაო ენა
ქართული
10 . მოსწავლეები სხვა სკოლებიდან
არ გვყავს
11.  საგნებთან /საგნობრივ კგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მოსწავლეები გამოიყენებენ 19 საუკუნის საქართველოს ისტორიიდან მასალებს,გაეცნობიან საგურამოს ადგილ –მდებარეობას,მის რელიეფს.
12.   პროექტის ფასილიტატორი
ანა  მერაბიშვილი
13  . ფასილიტატორის ელ–ფოსტა
beridzeanamer@gmail.com