Thursday, February 16, 2023
ვაჟა ფშაველა " დიდი თამარი"
პედაგოგი: ანა მერაბიშვილი
გაკვეთილის მთავარი თემა ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია ლექსი ,“დიდი თამარი“
სწავლების საფეხური მე-6 კლასი
მოსწავლის პროფილი კლასში სწავლობი 5 მოსწავლე,ინკლუზიური მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა მოსწავლეები დაინტერესდებიან ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიით,იმით ,რომ თამარი ისეთივე აქტუალური იყო ვაჟას დროს ,როგორც ადრე მე-12 საუკუნეში.მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტექსტზე დაკვირვების უნარ- ჩვევები ,განუვითარდებათ შემოქმედებითი და კვლევითი უნარი.
გაკვეთილის მიზანი და შედეგები ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გაზიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი
ქართ VI. 7. მოსწავლეს შეუზლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა გაგება -გაანალიზება
ქართ VI. 14..მოსწავლეს შეუზლიაპიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის დროს,აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი
წინარე ცოდნა მოსწავლეები გაიხსენებენ რა იციან ვაჟასა და თამარ მეფის სესახებ,კიდევ რომელ ნაწარმოებში შეხვდნენ თამარ მეფეს
შეფასების საგანი და პროცედურები მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე
მასწავლებლის დაკვირვება მუშაობის პროცესზე.
განმავითარებელი შეფასება გაკვეთილის გეგმას თან ახლავს ჯგუფური მუშაობის შფასების რობრიკა.
სასწავლო მასალა და რესურსები სახელმძღვანელო.კომპიუტერი პლაკატები
გაკვეთილის მსვლელობა I . ფაზა- მოლოდინის გა განსაზღვრა ,გამოწვევა
მასწავლებელი მოსწავლეებს დაინტერესების მიზნით ,მოკლედ მოუთხრობს საინტერესო ეპიზოდებს ვაჯას ცხოვრებიდან და მოსწავლეებს სთხოვს ,გაიხსენონ რა იციან ვაჟას შესახწბ ან რა წაუკითხავთ.
მოსწავლეები იხსენებენ ჭინა წლებში შესწავლილ ნაწარმოებებს ინტერეტში მოზიებულ მასალას. 5 წთ
II ფაზა ცოდნის კონსტრუირებამასწავლებელი კლასს აცნობს მოსწავლეთა ნახატებს ,რომლებიც წინასწარ მიეცათ დავალება. მოსწავლეები ათვალიერებენ ერთმანეთის ნახატებს და თავიანთ აზრს გამოთქვამენ 5 წთ
მასწავლებელი კლასს წარუდგენს პრეზენტაციას „ვაჟა ფშაველას ბიოგრაფ,აცნობს ინტერნეტში წინასწარ მოძიებულ ფოტო და ვიდეო მასალას,ასმენინებს ვაჟას ლექსებზე დაწერილ სიმღერებს,ინტერნეტის საშუალებით ათვალიერებინებს ვაჟას მშობლიურ სოფელ ჩარგალს 10 წთ
ბოიგრაფიაზე საუბრის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გაახსენებს წინა წლებში შესწავლილ ვჟას ლექსებს და გააცნობს ახალ ლექსს:’’დიდი თამარი“.მასწავლებელი თხოვს მოსწავლეს მხათვრულად წაიკითხოს ეს ლექსი შემდეგ კი ასმენინებს ინტერნეტის საშუალებთ გიორგი ხარაბაძის მიერ წაკითხულ ამავე ლექსს 8 წთ
ლექსის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი დაინტერესდება იმით ,მოეწონათ თუ არა ბავშვებს ეს ლექსი,,რა მოეწონათ ,რა იციან მათ თამარ მეფის შესახებ,მასწავლებელი კომპიუტერის საშუალებით გააცნობს მოსწავლეებს თამარ მეფის ფრესკებს და ესაუბრება მის სიდიადეზე 5 წთ
ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფებად ყოფს,ურიგებს სტროფებს და სთხოვს ამოიცნონ მასში გადმოცემული თამარის სათქმელი,დააკვირდნენ ლექსის რითმს 10 წთ
III ფაზა გამთლიანება : მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს,ისმენს მოსწავლეთა აზრს იმის შესსახებ თუ რა გაიგეს,რა მოეწონათ,კიდევ რის გაგებას ისურვებდნენ ვაჟა ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ
დავალება: 1. დაისწავლონ ლექსი ზეპირად
2. დაამუშაონ გაკვეთილის ბოლოს მოცემული კითხვები 2წთ
ჯგუფური მუშაობის სეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმები ჯგუფური მუშაობის ჩართულობა მინიმალური საშუალოზე დაბალი საშუალოზე მაღალი მაქსიმალური
უჭირს ჯგუფთნ ერთად მუშაობა მთლიანობაში ახერხებს ჯგუფთან მუშაობას ,მაგრამ ხშირად პასიურობს თავისუფლად ერთვება ჯგუფრ მუშაობაში,თუმცა ხანდახან ვერ ახერხებს შეთანხმებას თავისუფლად ებმება ჯგუფურ მუშაობაში
თანაკლასელებთან თანამშრომლობა ვერ ახერხებს თანაკლასელებთან თანამშრომლობას კლასელებთან იშვიათად ურთიერთობს მთლიანობაში ნაკლებად უჭირს თანაკლასელებთან ურთიერთობა ადვილად ახერხებს თანამშრომლობას კლასელებთან
საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი ვერ აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს უჭირს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება ხშირ შემთხვევებში ახერხებს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას თავისუფლად ახერხებს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment