Friday, February 17, 2023

სოციალური პროექტი მშობლის ჩართულობა

სოციალური პროექტი 16.09 – 20.09 პროექტის სახელწოდება მშობელთა ჩართულობა მოსწავლის საკოლო ცხოვრებაში პოექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია სოფელ პტენის საჯარო სკოლა პროექტის ხელმძღვანელი: ანა მერაბიშვილი პროექტის ხანგრძლივობა/ დრო ერთიკვირა 16.09 – 20.09 2021 წელი პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები პროექტის მიზანია მოუხმოს ყველა მშობელს და აჩვენოს მათი პრობლემები, დამოკიდებულებები სწავლის მიმართ... საჭიროებების/ პრობლემის აღწერა იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა და სწავლის ხარისხი, აუცილებელია მშობლები იყვნენ ჩართული მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში, რადგან მოსწავლეები მეტად ყურადღებიანი და მოტივირებულები იყვნენ. განხორციელების გზები/დაგეგმილი ღონისძიებები 1. ლექციის ჩატარება, თემაზე „ქვეყნის მომავალი სკოლის და მშობლის ჯანსაღ ურთიერთობაშია“. 2. თუ რა როლი აკისრია მშობელს შვილის განვითარებაში კინო ფილმის „საოცრება“ ჩვენება. 3. კლასში როლური თამაში „მშობელი და შვილი“. 4. მშობლის ორი კატეგორია ამოიცანი საკუთარი თავი. 5. მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები. 6. ცნობილი ადამიანების გამონათქვამების მისადაგება და გახმოვანება თემაზე მოსწავლეთა მიერ. პროექტის მდგრადობა ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები მშობლებთან. პროექტის განხორციელების გეგმა პროექტის მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალი სამუშაოს შესრულების გეგმის გაწერა დღეების მიხედვით სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი: ანა მერაბიშვილი რეფლექსია სასწავლო წლის დასასწყისითანავე დავგეგემე და განვახორციელე სოციალური პროექტი „მშობელთაჩართულობამოსწავლისსაკოლოცხოვრებაში“ . პროექტისმიზანიიყომოუხმოთყველამშობელსდავაჩვენოთმოსწავლეთაპრობლემები, დამოკიდებულებებისწავლისმიმართ. როცაბავშვებსავუხსენიპროექტისდანიშნულება, ისინიპროექტისმიმდინარეობისასმონდომებითდააქტიურობითგამოირჩეოდნენ. პროექტისმონაწილეები იყვნენ მოსწავლეები და მათი მშობლები. მოსწავლეებთანერთადდავგეგმეთდაგანვახორციელეთსხვადასხვააქტივობები: მოვიწვიეთმშობლებივესაუბრემათიჩართულობითსწავლისხარისხისამაღლებაზედამოსწავლეთაკეთილდღეობაზე, ამასთანდაკავშირებითვაჩვენეფილმი „საოცრება“ , სადაცნათლადჩანსთუმშობლისგვერდშიდგომასდამონდომებასრადიდიმნიშვნელობააქვსბავშვისწინსვლისთვისდაგანვითარებისთვის. ასევევეწვიეთუბნისექიმდაფსიქოლოგსვესაუბრეთიმპრობლემებზე, რაცდღესთავსიჩენსმოსწავლეებშიდამივიღეთრეკომენდაციები, თუროგორშეიძლებამოგვარდესესა,თუისსიტუაცია. მოვაწყვეთ კლასში როლური თამაში „მშობელი და შვილი“. მოსწავლეებმა განასახიერეს ორი ტიპი სმშობელი: მშობელი მზრუნველი და მშობელი უყურადღებო, რომელიც გადაიტანეს ნახატებზე. მოსწავლეებთა ნერთად მოვაწყვე საინფორმაციო აქცია სოფლის ცენტრში, ვესაუბრეთ და მოვუწოდეთ მშობლებს, რომ „ჩვენგვჭირდება ყურადღება!“ „ დაგვითმეთ რდო ჩვენ!“ დაა.შ. ვისაუბრეთ ორ მნიშვნელოვა ნთარიღზე ეესენია 1 ივნისი „ბავშვთა დაცვი სსაერთაშორისო დღე“ და 22 ივლისი „მშობელთადღე“. მოსწავლეებს ვესაუბრეთ, რომ როგორც მათ სჭირდებათ ყურადღება და მზრუნველობა ასევე მნიშვნელოვანია მშობლისთვისაც შვილი სყურადღებ ად ადაფასება. მოსწავლეებამა სევე წაგვიკითხეს გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამებ ითემიდან გამომდინარე

პროექტი მეგობრობა

პროექტის გეგმა მეგობრობა პროექტის ავტორი სახელი და გვარი ანა მერაბიშვილი სოფელ პტენის საჯარო სკოლა პროექტის თემა - „მეგობრობა სიძლიერეა“ პრობლემა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და ყველასთვის ხელმისაწვდომობამ, გამოიწვია თანამედროვე ბავშვების და მოზარდების გარესამყაროსგან კონტაქტის შემცირება და ერთმანეთთან ურთიერთობის რეალურიდან ვირტუალურ სამყაროში გადატანა. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად უშლის ხელს როგორც მოზარდების სოციალურ განვითარებას, ასევე მათი გრძნობების და ემოციების სწორად ჩამოყალიბებას. კომპიუტერებზე და ციფრულ გაჯეტებზე დამოკიდებულება სერიოზულ მენტალურ ცვლილებებს იწვევს მოზარდებში, რაც უარყოფითად აისახება მათ ურთიერთობაზე გარე სამყაროსთან და ერთმანეთთან. პროექტის მიზანი და მისაღწევი შედეგი პროექტის მიზანია ბავშვებში ავამაღლოთ ცნობიერებაკომპიუტერის რაციონალურად გამოყენების კუთხით, რათა მათ ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენონ მხოლოდ სასწავლო და შემეცნებითი მიზნით, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმონ ვირტუალურ სამყაროში გართობას, უფრო მეტი ითამაშონ, იკონტაქტონ და ისაუბრონ თავის თანატოლებთან, გაცვალონ აზრი, იკამათონ და იმეგობრონ რეალურ სამყაროში. კლასი მე-5კლასი, დაწყებითისაფეხური, 5 მოსწავლე. პროექტის ხანგრძლივობა ორი თვე. პროექტის ეტაპები პირველი ეტაპი წერილი უცნობ მეგობარს ბავშვები წერილს მისწერენ მათთვის უცნობ მეგობარს ანონიმურად; წერილში ისინი მოყვებიან თავის შეხედულებებზე, აზრებზე, დამოკიდებულებაზე გარესამყაროსადმი, მეგობრების შესახებ. მოყვებიან რა უყვართ, რა არ უყვართ ან ზედმეტად მიაჩნიათ, რას ისურვებენ რომ ჰქონდეთ ან რის შეცვლას მოითხოვენ. პრეზენტაციაზე ისინი ერთმანეთის ნაწერს წაიკითხავენ და ისაუბრებენ თავიანთ განცდებზე, რაც აღნიშნული აქტივობისას შეექმნათ. ამ აქტივობის მიზანიაწერილისწერისტრადიციისაღდგენა, დამკვიდრებადაწერილობითიურთიერთობისპოპულარიზაციაახალგაზრდათაობაში. აგრეთვე, თანამედროვეტექნოლოგიებისპირობებშიწერილობითიურთიერთობისფორმისშენარჩუნება, იმისთვისრომგავხადოთურთიერთობახელშესახები. მეორე ეტაპი ერთი დღე მეგობართან ერთად ბავშვებს ვაძლევ დავალებას, გაატარონ ერთი დღე საუკეთესო მეგობართან ერთად: – არ სარგებლობენ ტელეფონით; – არ იყენებენ კომპიუტერს; – არ უყურებენ ტელევიზორს; მეგობართან ერთად თამაშობენ, ერთობიან, საუბრობენ და ა.შ. მომდევნო დღისათვის მეგობართან გატარებულ დღეზე წერენ მოკლე ამბავს – „მეგობართან გატარებული ერთი დღე“ და პრეზენტაციაზე კითხულობენ. ამ აქტივობის მიზანია ბავშვებს დავანახოთ რომ ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თამაში უფრო მეტად სახალისო, საინატერესო და სასარგებლოა მათი ურთიერთობებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მეგობრობისთვის. მესამე ეტაპი წერილი მომავალს ბავშვები უწერენ წერილებს საკუთარ თავს მომავალში, წარმოიდგინეს როგორები იქნებიან მე–12 კლასში, რა პროფესიები ექნებათ არჩეული, როგორი ბოლო ზარი ექნებათ, უსურვეს სურვილები საკუთარ თავს და მეგობრებს. ამ წერილებს შევინახავ და მათ ბოლო ზარზე დავუბრუნებ. ამ აქტივობის მიზანია მათი ბავშური შეხედულებების, ემოციებისა და ურთიერთობის შენახვა, რათა სკოლის დამთავრებისას გაიხსენონ ბავშვობა. მეოთხე ეტაპი მშობლები მასწავლებლის ამპლუაში სკოლაში მოვიწვევთ რამოდენიმე მშობელს, რომლებიც ჩაატარებენ ერთ გაკვეთილს, შეამოწმებენ ტესტებს, დაწერენ ნიშნებს და უკეთ გაეცნობიან გაკვეთილის ჩატარების თავისებურებებს. ამ აქტივობის მიზანია მეგობრული დამოკიდებულების ხელშეწყობა მასწავლებლებსა და მშობლებს შორის. ზოგჯერ მშობლები ძალიან იშვიათად მოდიან სკოლაში და მათთვის უცხოა სასწავლო გარემო, ასეთი თანამშრომლობა კი უფრო მეტად დააახლოვებს და მეგობრულს გახდის მშობლების და პედაგოგების ურთიერთობას. მეხუთე ეტაპი რამდენად ვმეგობრობთ ჩვენს შვილებთან ბავშვები ავსებენ წინასწარ გამზადებულ კითხვარს საკუთარ თავზე. შემდეგ იმავე კითხვებზე პასუხს სცემენ მათი მშობლები, (მათ არ იციან რა უპასუხეს ბავშვებმა) საინტერესოა, რამდენად კარგად იციან მშობლებმა მათი შვილების ინტერესის სფერო, სურვილები, აზრები და ა.შ. ამ აქტივობის მიზანია გავარკვიოთ, რამდენად ვმეგობრობთ ჩვენს შვილებთან...

ინტეგრირებული პროექტი: ქართული მუსიკა ხელოვნება:" მსახიობობანა:

ინტეგრირებული პროექტის სახელწოდება: მსახიობობანა ქართული ენა ლიტერატურა: მუსიკა :ხელოვნება: (ინსცენირება იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“ მიხედვით) პროექტის მთავარი იდეა: შესწავლილი ნაწარმოების მიხედვით სცენარის დაწერა და მისი ინსცენირება. პრობლემა: დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ კლასში ბევრ მოსწავლეს უჭირდა ზეპირი მეტყველება და მხატვრული კითხვა. კლასში, ერთი მხრივ, იყვნენ მორიდებული, გადაჭარბებულად მორცხვი, არაკომუნიკაბელური, პასიური ბავშვები და, მეორე მხრივ, ძალზე მოტივირებული, პერფეციონისტი მოსწავლეები. იგრძნობოდა შემოქმედებითი უნარის დეფიციტიც. ყოველივე ეს ხელს უშლიდა მათს სოციალურ განვითარებას. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები საკუთარი ძალებით შეძლებენ პიესის დადგმას, როლებზე მუშაობას, მის მხატვრულ და მუსიკალურ გაფორმებას. ისინი თვითონ მოიძიებენ და დამზადებენ დეკორაციებს, კოსტიუმებს, მონაწილეობას მიიღებენ სცენარის დაწერაში. პროექტის მიზნები: მოსწავლეთა დაინტერესება თეატრალური ხელოვნებით; მათში შემოქმედებითი უნარის გაღვივება; სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქრიკაში გამოყენება; მათი მოტივირების, თვითორგანიზაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება; ჯგუფური მუშაობის, ზეპირი მეტყველებისა და მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება; დისციპლინათშორისი გამოცდილებისა და მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება. მოსწავლეთა ასაკი: მე-5 კლასის მოსწავლეები. ვადები/ხანგრძივობა: 1 თვე მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაინტერესდებიან თეატრალური ხელოვნებით; საკუთარი ძალებით დადგამენ პიესას და თავიანთი შემოქმედებით წარსდგებიან მასწავლებლების, მშობლებისა და თანატოლების წიმაშე. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა და სხვადასხვა დისციპლინარული გამოცდილების სინთეზის უნარ-ჩვევები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწრობს მოსწავლეები სოციალური უნარების განვითარებას. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სცენარი, მოსწავლეთა ხელით დამზადებული რეკვიზიტები, დეკორაციები და კოსტიუმები, კომპიუტერი სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა: შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები საქმიანობის გაწერა დროში მთელი კლასი მთელი კლასი საქმიანობის შესაბამისი რესურსები 1 სცენარის დაწერა 11-15.11.2020 წ. ი.გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“,კომპიუტერი. 2 როლების განაწილება 14-15.11.2020 წ. . სცენარი, ბარათები. 3 მუსიკალური გაფორმება 18-24.11.2020 წ. კომპიუტერი, 4 მხატვრული გაფორმება 19-24.11.2020 წ. კუნძები, ხელოვნური ყვვიალები, პლასტმასის ბოთლები, საღებავი, მუყაო, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, ფერადი ქსოვილები. 5 როლებზე მუ- შაობა 15.11-16.12.2020 წ. მთელი კლასი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კონსულტაციით). სცენარი, ბარათები, რეკვიზიტები. 6 რეპეტიციები ყოველდღე მთელი კლასი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კონსულტაციით). . სცენარი, დეკორაციები კოსტიუმები. 7 გენერალური რეპეტიცია 15-16.12.2020 წ. მთელი კლასი დეკორაციებ. 8 სპექტაკლი 18.12.2020 მთელი კლასი მთელი კლასი დეკორაციები, კოსტიუმები, ფოტოაპარატი კომპიუტერი საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/, ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ქართ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. ქართ. V.4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი. მოსწავლეებს შეუძლიათ დისციპლინათშორისი (ქართული ენა და ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება) გამოცდილების გამთლიანება. პროექტზე მუშაობისას შეიქმნა შემდეგი ჯგუფები: საინიციატივო ჯგუფი; სცენარის ავტორები; მუსიკალური გამფორმებლები; მხატვრული გამფორმებლები; დეკორატორები; რეკვიზიტების დამამზადებლები. მონიტორინგთა ჯგუფი. ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე თარიღი 20.12 .2020 წელი კლასი მე-5 ამოცანის განხორციელების ვადა: 10.11.2020-18.12.2020 შინაარსობრივი სამუშაო მოვაგვარეთ. მოცემულ ვადაში წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოებს: სცენარის დაწერა; როლების განაწილება; მუსიკალური გაფორმება; სცენარის დაწერა როლების განაწილება მუსიკალური გაფორმება მხატვრული გაფორმება როლებზე მუ- შაობა გენერალური რეპეტიცია სპექტაკლი წავაწყდით დაბრკოლებებ. უკეთესი იქნებოდა, თუ სპექტაკლს სააქტო დარბაზში დავდგამდით, რადგან საკლასო ოთახში შეუძლებელი იყო მოსწავლეთა ჩანაფიქრის ნორმალურად განხორციელება პროექტის რეფლექსია ამ პროექტის ინიციატორი მე ვიყავი. იმდენად მომეწონა იაკობ გოგებაშვილის ეს მოთხრობა, რომ მასწავლებელს ვთხოვე, სპექტაკლი დაგვედგა. მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მართალია, ეს არ იყო სრულყოფილი სპექტაკლი, მაგრამ იმაში მაინც დავრწმუნდით, რომ თუ ყველა ერთად მოვინდომებთ, რაღაცა მაინც გამოგვივა. ამ პროექტმა ბევრი რამ გვასწავლა: ურთიერთთანამშრომლობა, დეკორაციების მომზადება, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, როლების გათავისება, მხატვრული კითხვა. მე და ჩემს მეგობრებს სურვილი გაგვიჩნდა, რომ მსგავსი პროექტები სამომავლოდაც დავგეგმოთ. იმედია, ამ პროექტის მომზადებაზე მიღებული გამოცდილება შემდგომში უსათუოდ გამოგვადგება. ხელმძღვანელი : ანა მერაბიშვილი

Thursday, February 16, 2023

ქართული და ისტი რეფლექსია

ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია თარიღი 23.12.2022 საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა :ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გაკვეთილის თემა: ახალი წელი პედაგოგი: ანა მერაბიშვილი თამუნა ინასარიძე კლასი: 2-4 2022 წლის 23 დეკემბერი ქართულსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩავატარეთ ღია გაკვეთილი თემაზე: ახალი წელი, გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის და გაკვეთილის მიზნის გათვალისწინებით. ვფიქრობ, გაკვეთილის ძლიერი მხარე იყო ეფექტურად შერჩეული აქტივობები და სწორად გამოყენებული სასწავლო რესურსები, რომლებმაც უზრუნველყვეს მოსწავლეების ჩართულობა და დასახული მიზნის მიღწევა. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტიობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს. ამ გაკვეთილზე მე და ჩემმა მოსწავლეებმა შევძელით შედეგზე გასვლა. მიზნის მისაღწევად გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები. გაკვეთილის პირველ აქტივობა იყო მოსწავლებისთვის გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა. მეორე აქტივობა იყო წინარე ცოდნის გააქტიურება ახალ მასალასთან და გააზრებულად მსჯელობა.შემდეგ მივეცი დავალება,რომ გაეკეთებინათ პრეზენტაცია ახალ წელზე უნდა გაეკეთებინათ საპრეზენტაციო ფაილი მოემზადებინა, უნდა დაეკოპირებინათ ინტერნეტიდან სურათები,ვიდეოები,ტექსტი და ჩამოეტვირთათ ასევე უნდა შეცვალათ ტექსისთვის ზომა, ფერი, ფორმა და აეწყოთ სლაიდები. გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების საჭიროება არ დამდგარა. დრო გავანაწილე მიზნობრივად და სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტიობები. მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას გავითვალისწინებ იმ ხარვეზებს, რომელიც ჩემი აზრით გამოვლინდა ამ გაკვეთილზე. კერძოდ,შევეცდები დრო გავანაწილო უფრო სწორად და ასევე შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლებს მივცემ დავალებას რომ ინტერნეტიდან ჩამოტანილი მასალა არ იყოს მხოლოდ დაკოპირებული და ჩამოტანილი არამედ იცოდნენ წინასწარ ქონდეთ მასალა დამუშავებული და თვითონ წარადგინონ პრეზენტაცია.ჩვენთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება. დაინტერესებული ვართ, როგორც ჩვენი პროფესიული ზრდით, ასევე მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებით. ამიტომ სათანადოდ ვიზრუნებთ ამ მიმართულებით.

"ახალი წელი " ინტეგრირებული გაკვეთილი : ქართული და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა პედაგოგი: ანა მერაბიშვილი თამუნა ინასარიძე საგანი :ქართული ენა ლიტერატურა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სწავლების საფეხური დაწყებითი 2 _4 კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 4 სპეციალური საჭიროების მოსწავლე: არა გაკვეთილის თემა: ახალი წელი გაკვეთილის მიზანი: საპრეზენტაციო ფაილის მომზადება, მოიძიონ გაიაზრონ ტექსტი ,ინტერნეტიდან სურათების, ვიდეოების,ტექსტის კოპირება და ჩამოტვირთვა ასევე ტექსტის ზომის,ფერის, ფორმის შეცვლა,სლაიდების აწყობა. N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ) თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი 1 აქტივობა 1 • მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს . ვერბალური ახსნა მთელ კლასთან კომპიუტერი,ფურცელი, კალამი სახელმძღვანელო 5 წთ მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას და გაკვეთილის მიზანს 2 წინარე ცოდნის გააქტიურება აქტივობა 2 მოტივაცის ამაღლების მიზნით წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვა-პასუხი ვებგვერდებზე შესვლა ტექსტის აკრეფა ზომისა და ფერის შეცვლა მთელი კლასი ი.ს.ტ-ის სახელმძღვანელო, კომპიუტერი, PowerPoint 5 წთ მოსწავლეები გაიხსენებენ გავლილ მასალას. 3 აქტივობა 3 მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება პრაქტიკული მუშაობისთვის მინი ლექცია ქართულის პედაგოგი უხსნის ახალ წელს და მის მნიშვნელობას მთელი კლასი კომპიუტერი PowerPoint-ის პრეზენტაცია, ი.ს.ტ-ის სახელმძღვანელო 11 წთ მოსწავლეებს მოახდენენ ყურადღების მობილიზებას, თვალსაჩინოების დახმარებით გაიღრმავებენ ცოდნას , გაამდიდრებენ უნარ-ჩვევებს, აიმაღლებენ მოტივაციას, უკეთ დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს. ახალი მასალის ახსნა აქტივობა 4 მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტავს თუ რა დანიშნულება აქვს პრეზენტაციას თვალსაჩინოდ აჩვენებს ბავშვებს გამზადებულ პრეზენტაციას და თანამიმდევრობით აცნობს შექნის წესებს მინი ლექცია დემონსტრირების მეთოდი მთელი კლასი კომპიუტერი PowerPoint-ის პრეზენტაცია 5 წთ გაეცნობიან საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდებისა და სლაიდების ობიექტების ანიმაციებს, საჭირო ობიექტებზე ადეკვატური გამოსახვის შესაძლებლობებს შეჯამება აქტივობა 5 მასწავლებელი მოსწავლეებს სამუშაოდ აძლევს დავალებას და განუმარტავს შესრულების ინსტრუქციას ინდივიდუალური მუშაობა 2 წთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. აქტივობა 6 მასწავლებელი კომპიუტერის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეთა ნამუშევრებს, იძახებს მოსწავლეს და აძლევს საშუალებას ახსნას თავისი შესრულებული ნამუშევრი. ყველა ნამუშევარი შეიკვრება ნუმერაციის მიხედვით და მივიღებთ ერთ მთლიან პორეზენტაციას, რომელსაც შევინახავთ ვიდეო ფორმატში და მივცემთ მულტიპლიკაციური ფილმის სახეს. დემონსტრირების მეთოდი ~ მთელი კლასი კომპიუტერი powerpoint-ის პრეზენტაცია 15წთ გაიუმჯობესებს პრეზენტირების უნარს მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; შეფასება ვაფასებ მოსწავლეს განმავითარებელი შეფასებით,პრეზენტაციაზე მუშაობის შეფასების რუბრიკით,გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკით. 2 წთ მოსწავლები შეფასდებიან კომენტარებით გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: საპრეზენტაციო ფაილის მომზადება,ინტერნეტიდან სურათების, ვიდეოების,ტექსტის კოპირება და ჩამოტვირთვა ასევე ტექსტის ზომის,ფერის, ფორმის შეცვლა,სლაიდების აწყობა. მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას. • აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს • აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას;’[= • აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის¬წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; შეფასება: განმავითარებელი თარიღი: 23.12.2022წ მოსწავლის შეფასების სქემა კრიტერუმები 1-2 ქულა 3-4 ქულა 5-6 ქულა 7-8 ქულა 9-10 ქულა რამდენად არის ჩართული გაკვეთილის პროცესში საერთოდ არ ერთვება ზოგჯერ ერთვება ხშირად ერთვება, მაგრამ არაადეკვატურად ასრულებს სამუშაოს ხშირად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში და ცდილობს ზუსტად შეასრულოს ხშირად ერთვება საგაკვეთილო პროცესში და ზუსტად ასრულებს სამუშაოს მოსმენა და ანალიზი უსმენს და ვერ ხვდება უსმენს ,მაგრამ ვერ აანალიზს უსმენს, ზოგჯერ აანალიზებს უსმენს შეუძლია ანალიზის გაკეთება კარგად აკეთებს ანალიზს რამდენად აკეთებს სინთეზს და იყენებს პრაქტიკულად საერთოდ ვერ აკეთებს სინთეზს და ვერ იყენებს პრაქტიკულად ნაწილობრივ აკეთებს სინთეზს და იყენებს პრაქტიკულად ზოგჯერ აკეთებს სინთეზს და იყენებს პრაქტიკულად აკეთებს სინთეზს და იყენებს პრაქტიკულად სრულყოფილად აკეთებს სინთეზს და იყენებს პრატიკულად კითხვა პასუხი ვერ პასუხობს ნაწილობრივ პასუხობს ზოგჯერ პასუხობს შეუძლია პასუხის გაცემა სწორად და ზუსტად პასუხობს კითხვებს პრაქტიკული დავალების შეფასების სქემა კრიტერუმები 1-2-3-4 ქულა 5-6-7 ქულა 8-9-10 ქულა სლაიდი შექმნა ტექსტის დამატება დამოუკიდებლად ვერ ხსნის საპრეზენტაციო პროგრამას, უჭირს ახალი სლაიდის დამატება ხსნის საპრეზენტაციო პროგრამას, ამატებს ახალ სლაიდი,უჭირს ტექსტის დამატება ხსნის საპრეზენტაციო პროგრამას, ამატებს ახალ სლაიდს, ამატებს ტექსტის სლაიდზე ანიმაციის შერჩევა ვერ იაზრებს დავალებას ნაწილობრივ შეურჩია ანიმაცია სლაიდს ურჩევს საჭირო ანიმაციას ტექსტებზე ანიმაციის მინიჭება ვერ იაზრებს დავალებას ანიჭებს ანიმაციას დახმარებით ტექსტს შეურჩია საჭირო (მითითებული)ანიმაცია გრაფიკულ ობიექტებზე ანიმაცია საერთოდ ვერ აკეთებს ობიექტების გამოკვეთას ნაწილობრივ აკეთებს გრაფიკულ ობიექტებზე ანიმაციას გრაფიკულ ობიექტებს კარგად ურჩევს ანიმაციებს დოკუმენტი შეინახვა მითითებულ ადგილზე ვერ ინახავს ნამუშავერს მასწავლებლის დახმარებით ასრულებს დავალებას ინახავს მითითებულ ადგილზე ნამუშევარი გადაუგზავნა ვერ იაზრებს დავალებას ნაწილობრივ ახდენს დავალების შესრულებას ახდენს მითითებული საქაღალდის გამოყენებით ნამუშევრის გადაგზავნას მითითებები: 1. შექმენით სლაიდი ტექსტის მიხედვით (განათავსეთ მოთხოვნილი ტექსტი და გრაფიკული ობიექტები) 2. სლაიდს შეურჩიეთ გადასვლის ეფექტი სურვილისამებრ. 3. ტექსტებს შეურჩიეთ ანიმაცია თქვენი სურვილისამებრ (შემოსვლა, გასვლა, ). 4. გრაფიკულ ობიექტებს შეურჩიეთ ანიმაცია თქვენი სურვილისამებრ . (შემოსვლა, აქცენტირება, მოძრაობა, გასვლა, ). 5. დოკუმენტი შეინახეთ სამუშაო მაგიდაზე ნუმერაციით, რომელიც აწერია თქვენ სამუშაო ფურცელს და მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი. 6. ნამუშევარი გადაუგზავნეთ მასწავლებელს „გაზიარების“ საქაღალდის საშუალებით.

თვითშფასების კითხვარი სამუშაო გეგმა

სსიპ ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის პედაგოგის ანა მერაბიშვილის სამუშაო გეგმა # აქტივობა განხორციელების ფორმა/გზები რისკები/მოსალოდნელი პრობლემები რისკების თავიდან აცილების გზები/გადაჭრის გზები ვადები რეფლექსია 1 საინფორმაციო შეხვედრა მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან პრეზენტაცია მთლიან ჯგუფთან. მასწავლებელთა არაერთგვაროვანი განწყობა ზოგადად სქემისა და კერძოდ თვითშეფასების კითხვარის მიმართ. ცვლილებებისადმი შიში, ფრთხილი დამოკიდებულება, დაბალი ან ზედმეტად მაღალი თვითშეფასება. არ შედგეს თანამშრომლობითი ურთიერთობა, კომუნიკაცია მასწავლებლებთან. ინდივიდუალური საუბრები პედაგოგებ- თან სქემისა და თვითშე- ფასების კითხვარის დადებით მხარეებთან დაკავშირე- ბით. მხარდაჭერის გამოცხადება შევსების პროცესში, თბილი, კოლეგიალური თანამშრომლობითი ურთიერთობების დამკვიდრება თითოეულ მასწავლებელთან. ნოემბ- რის I კვირა 2015 წლის 6 ნოემბერს ჩავატარე მასწავლებლებთან პირველი საინფორმაციო შეხვედრა. სკოლაში მუშაობს 22 მასწავლებელი, აქედან ესწრებოდა 20. ვაჩვენე ვიზუალურად თვითშეფასების კითხვარის ფორმა, ვესაუბრე თითოეუ-ლი ველის შევსების სტრატეგიაზე. გაიმართა დისკუსია, ვუპასუხე წამოჭრილ კითხვებზე. მასწავლე-ბელთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მათთვის შრომატევადი და რთული იქნებაკითხვარის შევსება, ზოგიერთმა სირთულე დაუკავ-შირა კომპიუტე რული უნარების ნაკლებობას. მე მათ აღვუთქვი დახმარება ყველა პრობლემურ საკითხში. გამართუ-ლი დისკუსიის გაანალიზების შედეგად მოვახდინე საჭიროებათა კლასიფიკაცია. შეხვედრა დამთავრდა პედაგოგთა იმ განწყობით, რომ ისინი წარმატე-ბით გაართმევენ თავს დაკისრე-ბულ ვალდებულებას. ამავე შეხვედრა-ზე შევთანხმ-დით შემდგომი შეხვედრის თარიღზე. 2 საკუთარი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან შეხვედრების განრიგის შედგენა ჯგუფური, ინდივიდუალუ-რი. ვერ მოხერხდეს ყველა მასწავლებლის-თვის მისაღებ გრაფიკზე შეთანხმება. შეთანხმების მიუხედავად წარმოიშვას ზოგიერთ მას-წავლებელთან მიმართებაში უკვე შეთანხმებული გრაფიკის შესრულების პრობლემა. მასწავლებლებთან წინასწარ ჩატარდეს კვლევა თითოეულისთვის მისაღები ვადების შესახებ, მოხდეს დაჯგუფება საჭიროებების მიხედვით, ჩატარდეს ინდივიდუალური საუბრები ერთიანი განრიგის შემუშავებისთვის და გამონაკლისებისა და გადაუდებელი აუცილებლობების შემთხვევაში შემუშავდეს ინდივიდუალური გრაფიკებიც. ნოემბ-რის II კვირა შედგა 13 ნოემბერს პედაგოგი- ურ კოლექ- ტივთან შეხვედრა, შევთანხმ- დით შეხვედრე- ბის განრიგ- ზე, კვირაში 2-ჯერ. 1შეხვედრა თითოეულ კათედრასთან, მე-2- მთლიან კოლექტივთან. შევთანხმდით, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი საპატიო მიზეზით ვერ დაესწრება შეხვედრას, მისთვის მოვაწყობ ინდივიდუალურ შეხვედრას, ასევე შევხვდები საჭიროებიდან გამომდინარე მოთხოვნის შემთხვევაშიც. გადავეცი კითხვარის საბეჭდი ვერსიები, რომელსაც უნდა გაეცნონ დამოუკიდებლად წინასწარი მზაობისთვის შემდეგ შეხვედრი-სას, გადავე-ცი სქემის გზამკვლე-ვი გასაცნო- ბად. 3 კონსულტაცია-თვითშეფასების კითხვარის შევსებაში დახმარების გაწევა ჯგუფური ინდივიდუა- ლური საინფორმაციო ტექნოლოგიე- ბის სათანადო ფლობის უნარიების ნაკლებობა. მოითხოვონ ფასილიტატორისგან მატ მაგივრად კითხვარის შევსება. არ იყვნენ გულწრფელები თვითშეფასების კითხვარის შევსებისას. სწორად ვერ განსაზღვრონ შევსების საჭირო დრო და ამან გამოიწვიოს მოკლე ვადაში შესასრულებელი სამუსაოს დაგროვება, რაც მის ხარისხზე აისახება. დირექციასთან შეთანხმებით საჭიროების მქონე პედაგოგებისთვის კომპიუტერის ფლობის დამხმარე ტრენინგების დანიშვნა სკოლის ბაზაზე, რომელსაც წარუძღვება სკოლის საინფორმაციო მენეჯერი, ასევე იმ პედაგოგების ჩართვა, რომლებიც კარგად ფლობენ კომპიუტერულ უნარებს. ბრძანებით განსაზღვრული კითხვარის შევსების ვადის მონიტორინგი და დროის მართვა ნოებ- რის მე-3 კვირი- დან 30 დეკემბ-რამდე. შეხვედრა შედგა 19 ნოემბერს, შევახსენე შეხვედრე- ბის განრიგი.მოვახდინე მოდელირება - ვაჩვე- ნე საილუსტრაციოდ პროექტო რით შევსებულიკითხვარის პირველი ქვესფერო. განვიხი-ლეთ რეფლექს-იის შევსების სხვადასხვა მაგალითე-ბი. შეხვედ- რა იყო ინტერაქტიული და მიმდინარე-ობდა აზრთა გაზიარება. ვაჩვენე ნიმუშისთ- ვის უშუალოდ კომპიუტერთან კითხვარის პირველი ქვესფეროს შევსების ტექნოლო- გია. ამჯერად მასწავლებლები იყვნენ უფრო მოტივირებულები და თვითდაჯერებულები, კომპიუტერთან მუშაობის უნარებიც უკეთ ჰქონდათ განვითარებული. გავამახვი-ლე ყურადღება გზამკვლევის იმ გვერდებზე, რაც მათ დაეხმარება კითხვარის შევსებაში. ვუპასუხე დასმულ კითხვებს. შევახსენე ვადები და მოვუწოდე, უმჯობესია დროულად დაიწყონ კითხვარის შევსება, უმჯობესიაეტაპობრი-ვად შეავსონ, რაც მათ დროისა და ენერგიის დაზოგვაში დაეხმარებადა ეს კითხვარის შევსების ხარისხზეც აისახება.

პროექტ გაკვეთილის გეგმა "წიგნი ჩემი მეგობარია"

პროექტ გაკვეთილის გეგმა „წიგნი - ჩვენი საუკეთესო მეგობარი“ პედაგოგი :ანა მერაბიშვილი გაკვეთილის თემა წიგნი- ჩვენი საუკეთესო მეგობარი სწავლების საფეხური 4 5 კლასი მოსწავლწთა პროფილი 5 მოსწავლე... სპეციალური საჭიროების მოსწავლე არ არის გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა შევაყვარო მოსწავლეებს წიგნის სამყარო,დავარწმუნო მოზარდები წიგნის კითხვის აუცილებლობაში . გააცნოს ბიბლიოთეკა და ბიბლიოთწკარის საქმიანობა გამოუმუშაოს ბიბლიოთეკაში სასურველი წიგნის შერჩევისა და საცნობარო ლიტერატურაზე (ლექსიკონი,ენციკლოპედია,კატალოგი)მუშაობის უნარ ჩვევები. ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები VI. 1.საუბრობს ნათლად და გარკვევით,პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს VI. 3.შეარჩევს და გადაამოწმებს სხვადასხვა სახის (ინფორმაციულ,ვიზუალურ და ა.შ.)მასალას სანდოობის თვალსაზრისით VI. 4.სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის გამოთქმისათვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს VI. 5. ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე. VI. 5. გეგმავს და ამზადებს ჯგუფურ ან წყვილურ საკომუნიკაციო ამოცანას სხვადასხვა საშუალების (ბიბლიოთეკის) მეშვეობით. VI. 6. წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს. VI. 13. ადგენს წიგნის კატალოგს. წინასწარი ცოდნა მოსწავლეებს შესწავილი აქვთ მე-4 მე -5 კლასის სახელმძღვანელოს 1-ლი თავი - ,,წიგნი”. ზოგიერთი მათგანი არის ბიბლიოთეკის მკითხველი და კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას. შეფასების საგანი და პროცედურები მოსწავლეები ფასდებიან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით. დაკვირვება მოსწავლეთა ჩართულობაზე ჯგუფურ მუშაობაში, დავალების შესრულება, ზეპირი პრეზენტაცია. სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები სახემძღვანელო - ვ. როდონაია, ნ .ნაკუდაშვილი, ა. არაბული, ე. ქურციკიძე, მ. ხუციშვილი; ბიბლიოთეკაში არსებული თვალსაჩინოებანი - კატალოგი, ბარათები, მკითხველის წიგნაკები. გაკვეთილის მსვლელობა აქტივობა 1 გონებრივი იერიშით შევამოწმებ მოსწავლეთა ცოდნას. გამოვკით ხავ, თუ რა გაიგეს განვლილი მასალიდან წიგნის შესახებ. (5 წუთი) აქტივობა 2 მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წიგნზე, როგორ უყვარდა ქართველ კაცს კითხვა და რომელ წიგნს სცემდა განსაკუთრებულ პატივს აქტივობა 3 მინილექცია. ბიბლიოთეკის გამგე მოსწავლეებს ესაუბრება ბიბლიოთეკის უდიდეს მნიშვნელობაზე, მის როლსა და დანიშნულებაზე. იგი მოსწავლეებს ათვალიერებინებს წიგნსაცავს, კატალოგებს, ბარათებს და ბიბლიოთეკაში არსებულ სხვა თვალსაჩინოებებს. (10 წუთი) აქტივობა 4 ჯგუფური მუშაობა. მოსწავლეებს დავყოფ 2 ჯგუფად. პირველი ჯგუფის ბავშვებს დავურიგებ ბარათებს და ვთხოვ, ბიბლიოთეკარის დახმარებით მოძებნონ წიგნები მეორე ჯგუფის ბავშვებს ვთხოვ, დამოუკიდებლად შეარჩიონ ორი წიგნი და თანაკლასელებს აუხსნან, თუ რატომ შეაჩერეს მათზე ყურადღება. (8 წუთი) აქტივობა 6.ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას (15 წუთი) .აქტივობა 7.მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება: საოჯახო ბიბლიოთეკიდან შეარჩიონ 5 წიგნი და შეადგინონ ბარათები. (2 წუთი) შეფასება ვიყენებთ განმსაზღვრელ და ჯგუფურ შეფასებებს. პროექტის შეფასების კითხვარი საყვარელო მოსწავლეებო! იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, ჩემი დიდი სურვილია გავარკვიოთ, როგორ შეაფასებდით მას. 1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე ისწავლე? ა) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე; ბ) მე ახალი ვისწავლე. გ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი; დ) მე არაფერი მისწავლია ახალი. 2. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა? ამ პროექტზე მუშაობით შენს ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა? ა) ბევრად უკეთესი გახდა; ბ)უკეთესი გახდა; გ)დარჩა ისეთივე, როგორიც იყო; დ)ურთიერთობა გაუარესდა. 3. შენთვის გასაგები იყო საკუთარი როლი პროექტის წარმატებითგანსახორციელებლად და შედეგის მისაღწევად? ა)სრულიად ნათელი იყო; ბ)ძირითადად ნათელი იყო; გ)ნაკლებად ნათელი იყო; დ)სრულიად გაურკვეველი იყო. 4. ,,მასწავლებელმა მიჩვენა გზა, თუ როგორ უნდა მემუშავა პროექტზე“ ა)სრულიად ვეთანხმები; ბ)ვეთანხმები; გ)ნაწილობრივ ვეთანხმები; დ)არ ვეთანხმები. 5. ,,როდესაც მე მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო“ ა)სრულიად ვეთანხმები; ბ)ვეთანხმები; გ)ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები. 6. ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ. ა)სრულიად ვეთანხმები; ბ)ვეთანხმები; გ)ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები. კრიტიკა: დიდი მადლობა დახმარებისათვის. პროექტის ხელმძღვანელი : ანა მერაბიშვილი