გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 13 ივნისს ქართულ
ენასა და ლიტერატურაში
ჩავატარე შიდა დაკვირვების
გაკვეთილი თემაზე: ილია
ჭავჭავაძე
„ბაზალეთის ტბა“. გაკვეთილი წარიმართა
წინასწარ შედგენილი გეგმის
შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის
სტანდარტის და გაკვეთილის
მიზნის გათვალისწინებით. ვფიქრობ, გაკვეთილის
ძლიერი მხარე იყო ეფექტურად შერჩეული
აქტივობები და სწორად
გამოყენებული სასწავლო რესურსები,
რომლებმაც უზრუნველყვეს მოსწავლეების ჩართულობა,მოტივაციის ამაღლება და დასახული
მიზნის მიღწევა. შერჩეული
მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო
აქტიობებს და კლასის
ორგანიზების ფორმებს. ამ გაკვეთილზე მე და ჩემმა მოსწავლეებმა შევძელით
შედეგზე გასვლა.
მიზნის მისაღწევად
გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები. გაკვეთილის პირველ
ფაზაზე, მოტივაციის ამაღლების მიზნით
გამოვიყენე კითხვის დასმის სტრატეგიები, ჩამოვლის მეთოდით. გავმართეთ დისკუსია
გამოვიკითხე იცოდნენ თუ არა რაიმე ლეგენდა ,თქმულება ამათუ იმ ისტორიულ გმირზე ან სოფლის
,ქალაქის სახელთან დაკავსირებით თუ იცოდნენ რაიმე ლეგენდა,ამან გამოიწვია მოსწავლეების
ჩართულობა და ინტერესი. მეორე აქტივობა იყო
წინარე ცოდნის დაკავშირება ახალ მასალასტან
და გააზრებულად მსჯელობა ილია ჭავჭავაძის შესახებ,ლეგენდების
შესახებ,მოვასმენინე ლექსის აუდიო მასალა,რომელმაც
გამოიწვია მოსწავლეების დიდი ინტერესი და ჩართულობა, გამოვიყენე ასევე ფოტო მასალა
ილიას ცხოვრების სესახებ და ასევე ბაზალეთის ტბის შესახებ,ასევე გამოვიყენე „ვიცი მინდა
ვიცოდე“აქტივობა სადაც მოსწავლეები იყვნენ აქტიურად ჩართულები,განვიხილეთ თურა აკავშირებდა
არსებულ ლეგენდას ლექსთან, მოსწავლეებმა იმსჯელეს თამარ მეფის დროს არსებულ საქართველოს
სიზლიერეზეც. მოვახდინეთ ლექსის მხატვრულად წაკითხვა და განხილვა.შემდეგ მივეცი დავალება
,უნდა დაეწერათ ვინ იყო მათთვის გმირი. მოსწავლეები შევაფასე როგორც განმავითარებელი
ასევე განმსაძღვრელი შეფასებით.ვთვლი რომ ამდაგვარი ჩატარებული გაკვეთილით უკეთესად
გაიაზრებდნენ ახსნილ მასალას.ასევე განუვითარდებოდათ
გაგება გააზრების და თანამშრომლობის უნარი.
გაკვეთილი
გეგმის მიხედვით წარიმართა
და რაიმე მნიშვნელოვანი
ცვლილების საჭიროება არ დამდგარა. დრო გავანაწილე მიზნობრივად
და სრულად გამოვიყენე
გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები.
No comments:
Post a Comment