სსიპ - ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მასწავლებლის ანა მერაბიშვილის მე-6 კლასში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი
თემაზე - ბავშვთა უფლებები და მოვალეობები
ჩემი გაკვეთილი მიზნად
ისახავდა მოსწავლეებს გაეგოთ და გაეცნობიერებინათ პირადი უფლებები და ასევე მოვალეობები,
მათი ურთიერთკავშირი. გაემდიდრებინათ სამეტყველო და ენობრივი უნარ-ჩვევები, ჩამოყალიბებოდათ
სამოქალაქო უნარ-ჩვევები, როგორიცაა თანამშრომლობა, ასევე სოციალური და სამოქალაქო
კომპეტენციის უნარი. გაკვეთილი იყო ისტორიასთან ინტეგრირებული.
გაკვეთილი დავგეგმე
სამი ფაზის მიხედვით. პირველ - პროვოცირების ფაზაში დაგეგმილი მქონდა აქტივობები:
1. პროვოცირება - მოცემული სიტყვებით წინადადებების აწყობა, წინადადებების
გაანალიზება. 2. აქტივობა -გაკვეთილის მიზნის, თემის და შეფასების რუბრიკების გაცნობა და 3. წინარე ცოდნის გააქტიურება - გრამატიკული წესების გაანალიზება და გამოყენება, რომლის მიხედვით ბავშვები გაიგებდნენ გაკვეთილის მიზანს,
შეფასების რუბრიკას და გაიაქტიურებდნენ იმ საბაზისო
ცოდნას, რომელზე დაყრდნობითაც შემდეგ შეძლებდნენ ახალი მასალის
აგება-აშენებას. ამ ფაზაში ჩემი მათავარი მიზანი იყო პროვოცირების საშუალებით გამეზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და განწყობა, რათა გაზრდილიყო
მათი ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. რასაც მივაღწიე.
მეორე - სიღრმისეული
წვდომის ფაზაში დაგეგმილი მქონდა აქტივობები:
წინადადებების მეშვეობით უფლებებისა და მოვალეობების
განსაზღვრა. ამ ფაზაში ჩემი მთავარი მიზანი იყო გაეგოთ, გაეაზრებინათ და ჩაწვდომოდნენ
ახალ მასალას, რაც დაეხმარებოდათ შეჯამების აქტივობის წარმატებით შესრულებაში და ასევე გაემდიდრებინათ
სამეტყველო უნარები. ეს აქტივობები ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რაც მოსწავლეთა
აქტიურობაში აისახა. თუმცა ცოტა რთულიც, რაც ჯგუფებში სხვადასხვა აზრის გამო აქტიურ განხილვაში აისახა, მაგრამ ყველა წინადადების განხილვის
შემდეგ, ახალი მასალა გაიგეს და გაიაზრეს.
მესამე - რეფლექსია - შეჯამების ფაზაში დაგეგმილი მქონდა აქტივობა - ფრაზების
მეშვეობით წინადადებების შექმნა, რითიც მოსწავლეები გაანალიზებდნენ საკუთარ უფლებებსა
და მოვალეობებს, გაიღრმავებდნენ თანამშრომლობისა და გადმოცემის უნარს. ამ აქტივობით შედეგს მივაღწიე, რაც
გამოჩნდა მოსწავლეთა მიერ მომზადებულ წინადადებებში, თუმცა რამდენიმე წინადადებას დასჭირდა
განხილვა კატეგორიის დადგენისათვის.
ჩემი მიზანი, რომ
მოსწავლეებს გაეგოთ და გაეცნობიერებინათ პირადი უფლებები და მოვალეობები,
მათი ურთიერთკავშირი, გაემდიდრებინათ სამეტყველო
და ენობრივი უნარ-ჩვევები, ჩამოყალიბებოდათ სამოქალაქო უნარ-ჩვევები, როგორებიცაა თანამშრომლობა,
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები, მიღწეულ იქნა.
მიუხედავად იმისა,
რომ გაკვეთილის სამივე ფაზაში დაგეგმილი აქტივობებით მისაღწევი შედეგები მიღწეულ იქნა, მაინც მქონდა ხარვეზი, რომელსაც
აუცილებლად გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისას. ეს ხარვეზია - თემის სირთულე - უკეთესი იქნებოდა თემის სირთულის გამო
ეს გაკვეთილი დამეყო ორ ნაწილად, ცალკე მესწავლებინა უფლებები და მოვალეობები შესაბამისი
მოდალური ზმნებითურთ და შემდეგ გაკვეთილზე კი მათი ურთიერთკავშირის დადგენა. ასე უფრო მარტივად
გასაგები იქნებოდა მოსწავლეებისათვის.
No comments:
Post a Comment