გაკვეთილის გეგმა
ქართული ენა და ლიტერატურა
სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი |
ანა მერაბიშვილი |
გაკვეთილის თემა |
ზმნის პირი და რიცხვი |
სწავლების საფეხური |
(მე–8)კლასი |
მოსწავლეთა პროფილი |
4 მოსწავლე .(განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან ) |
მიზანი |
ისწავლიან ზმნის პირისა და რიცხვის ნიშნებს განასხვავებენ ერთპირიან,
ორპირიან და სამპირიან ზმნებს. შეუძლიათ ამოიცნონ პირველი, მეორე
და მესამე პირის ზმნები გაანალიზონ უცხო ტექსტებში ზმნის პირისა
და რიცხვის სწორი ფორმები |
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა, |
ზმნის სწორად შესწავლა დაეხმარებამოსწავლეს მართლწერასა და მართლმეტყველებაში ,ენის ნორმებისშესაბამისი წინადადებების აგებასა და ზმნის სხვადასხვა კატეგორიის გაგებაში |
ე.ს.გ მისაღწევი შედეგები |
ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად. ქართ. VI. 4. მოსწავლეს შეუძლია
მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის
მიხედვით. |
წინარე ცოდნა |
იციან ზმნის რაობა, მისი ფორმაცვალებადობა,
დრო და სხვადასხვა კატეგორიები. |
რესურსები |
მე_8 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო. პლაკატები , ცარცი,
დაფა,ფურცლეი |
გაკვეთილის მსვლელობა |
A ფაზა აქტივობა–1. ნასწავლი მასალის გამოკიტხვა ფრონტალური
კიტხვებით, ჩამოვლის მეთოდით. მოსწავლეებს მივმართავ გაიხსენონ რა არის
ზმნა? ჩამოთვალონ და განმარტონ ზმნის უკვე შესწავლილი კატეგორიები. რა ეწოდება
ზმნის ბრუნვად სიტყვას, მოიყვანონ შესბამისი მაგალითები. გონებრივი იერიში. მოსწავლეების ფრონტალური პასუხების .შემდეგ
მივმართავ მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა იციან პირის
შესახებ.
ზმნა ფორმაცვალებადია თუ ფორმაუცვლელი? რას ქვია რიცხვი
,დრო? ( 5წთ.) . B ფაზა აქტივობა.2 მინი. ლექცია მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას,მიზნებს, ზმნის წარმომავლობას,
პირისა და რიცხვის მნიშვნელობას.(10წთ.) მოსწავლეები ეცნობიან დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენილ მასალას. მათ ეძლევათ კონკრეტული დავალება ინდივიდუალურად
გაარჩიონ ზმნები
და ახალი მასალა დაუკავშირონ წინარე ცოდნას. და განმარტონ, რომელპირსა და რიცხვში დგას ზმნა. მათ
მიერ მოყვანილ მაგალითზე დაასაბუთონ, რომ ზმნა ფორმაცვალებადი სიტყვაა. მასწავლებელი აწვდის ფორმებს მხოლობითისადა მრავლობითის გასარჩევად,ასევე სუბიექტური და ობიექტური პირის
ფორმებს,რომელიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, /ვსაუბრო ბ–ვსაუბრობთ უნდა–უნდათ/ და ავალებს განსხვავებული ბგერების გამოყოფას. მოსწავლეები გაეცნობიან
პლაკატების საშუალებით წარდგენილ
მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ სქემა–ტაბულას შესასწავლად. ·
ზმნა ჩასვან წინადადებაში დაშეცვალონ არსებითი სახელები შესაბამისი პირის ნაცვალსახელით.(20
წთ) ·
C ფაზა ·
n ვაკეთებთ
გაკვეთილის საერთო ანალიზს-შეჯამებას. მოსწავლეებს ვთხოვ თითო წინადადებით
გადმომცენ რაც დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან და რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი(4წთ) საშინაო დავალება დაურიგებ
ტექსტებს საიდანაც ამოწერენ ერთპირიან,
ორპირიან და სამ პირიან ზმნებს.ამოწერილ ზმნებს გადაიყვანენ სხვადასხვა რიცხვში. (3 წთ) |
შეფასება |
შეფასება. გამოყენებული იქნება განმავითარებელი
შეფასება.(3 წთ) |
No comments:
Post a Comment