ღონისძიება ბავშვთა დაცვის დღე- 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ამ დღესასწაულს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და რა თქმა უნდა, საქართველოც არაა გამონაკლისი.
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა,სოფელ
პტენის საჯარო სკოლაში მოეწყო სახალისო და მნიშვნელოვანი ღონისძიება ,სასდაც თავად
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები ,ბავშვთა უფლებების შესახებ რომელიც იყო ზალიან საინტერესო და სახალისო.
ამ
მიზნით მოეწყონ სკოლის ტერიტორიაზე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა,სახალისო აქტივობები,შეჯიბრებები და მოხატეს
სკოლის ეზო.დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით,
გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები. ამ დღეს განსაკუთრებით
ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს,
მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს. ცდილობენ აჩუქონ მათ საჩუქრები, გაუკეთონ
სიურპრიზები და ცოტათი მაინც გაუუმჯობესონ ცხოვრება.
ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყოველ ბავშვს!
ბავშვები - ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად.
No comments:
Post a Comment