პროექტის სახელწოდება: ლიტერატურული საღამო: ვაჟა–ფშაველას ცხოვრების გზა.
პროექტის მთავარი იდეა/თემა: ვაჟა–ფშაველას ვრცელი ბიოგრაფიის გაცნობა/შესწავლა,ვაჟა–ფშაველას ბლოგის შექმნა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა მეტი უნდა იცოდნენ ამ დიდი მწერლის შესახებ, მით უმეტეს იგი გორშიც სწავლობდა სამასწავლებლო[საოსტატო] სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა.მწერალი აგრეთვე დაახლოვებული იყო გორის ხალხოსანთა წრესთან. მოსწავლეების მიერ შექმნილი ბლოგით ისარგებდაინტერესებული პირი.ლებს ყველა
პროქტის მიზანი: ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიული ცნობების ,ნაკლებად ცნობილი ფრაგმენტების მოძიება; ექსკურსია ჩარგალში მის სახლ–მუზეუმში; იმ გზის რუკის შედგენა, რომელსაც ვაჟა–ფშაველა გადიოდა ჩარგლიდან თბილისში; ვაჟა–ფშაველას ბრძნული გამონათქვამების მოძიება; დიდი მწერლების გამონათქვამების მოძიება ვაჟა–ფშაველაზე და მის შემოქმედებაზე; მოძიებული მასალით მისი ვებ–გვერდის [ბლოგის] შექმნა.
მონაწილეთა ასაკი:15–16 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები:ბავშვები გაეცნობიან და შეიყვარებენ ამ დიდ მწერალს და მის შემოქმედებას. მოსწავლეებმა შესაძლოა გააკეთონ ალბომი, ბლოგი, ჩანახატი, ესეები.მათ გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, მასალის კომპიუტერულად დამუშავების, ჯგუფურად მუშაობის უნარ–ჩვევა. უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულთურულ მემკვიდრეობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დამხმარე ლიტერატურა,მ ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,კომპიუტერი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა [ძირითადი აქტივობები]:მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა ინდივიდუალური დავალება: 1)მწერალზე არსებული ლექსების შეგროვება, 2)ბრძნული გამონათქვამების მოძიება, 3)ექსკურსიიდან მიღებული შთაბეჭდილებების დამუშავება,4) ლიტერატურული საღამოს ჩატარებისათვის გეგმის შემუშავება, 5) ბლოგის დამ,უშავება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ლიტერატურაში–განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერას, კითხვას, მოსმენას, საუბარს. გაიღრმავებენ ცოდნას ხელოვნებაში–პოეტის შემოქმედებაზე ნახატების შესრულებით, ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვით. ისტ–ის ტექნოლოგიებში– ინტერნეტიდან მასალების მოძიება,დამუშავებით,გაცვლით,პრეზენტაციების შექმნით ვებ–გალერეაში სურათების ატვირთვით.
No comments:
Post a Comment