ბაზალეთის ტბა
გაკვეთილის გეგმა
სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი |
ანა მერაბიშვილი...პ|ნ
03001003677 |
მთავარი თემა |
ილია ჭავჭავაძის ლექსი ,, ბაზალეთის ტბა“ 1.ხალხური ლეგენდა პოეტური
შთაგონების წყარო. 2.მხატვრული ნაწარმოების შედარება
ისტორიულ წყაროსთან. |
სწავლების
საფეხური |
VII კლასი |
მოსწავლეთა პროფილი |
კლასში არის 3 მოსწავლე. განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის. |
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა |
მოსწავლეები გაეცნობიან,თუ როგორი გავლენის
მოხდენა შეუძლია პოეტსა და მწერალზე ხალხურ ფოლკლორს;როგორ
შეიძლება იქცეს ლეგენდა პოეტის შთაგონების წყაროდ.გაიხსენებენ თუ რა არის ხალხური ზეპირსიტყვიერება.,გაიხსენებენ
მათთვის ნაცნობ რომელიმე ლეგენდას,გაეცნობიან თუ სად მდებარეობს ბაზალეთის
ტბა და ასევე მის გეოგრაფიულ მდებარეობას. |
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები |
ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო
ამოცანის გათვალისწინებით. ბაზალეთის ტბის მდებარეობა;
ილიას დაინტერესება ლეგენდით და ლექსის შექმნა, ლექსში
წამოჭრილი საკითხის გამოკვეთა, ქვეყნის არსებული მდგომარეობის
დაკავშირება თამარის ეპოქასთან და თამარის
დაკავშირება ნაწარმოების ძირითად თემასთან ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნი-კაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად
გამოყენება. |
წინასწარი
ცოდნა |
მოსწავლეებმა იციან ხალხური
ზეპირსიტყვიერების ნიმუშები,“ ილიას ბიოგრაფია, თამარის ეპოქის
მნიშვნელოვანი დეტალები, |
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები |
სახელმძღვანელო, რვეული, ცარცი, კომპიუტერი,პლაკატები. |
გაკვეთილის
მსვლელობა |
1. A ფაზა. .კლასს გავაცნობ გაკვეთილის
მიზანს. .კლასს ვუსვამ
რამდენიმე მაპროვოცირებელ შეკითხვას და ვცდილობ უპასუხონ
დასმულ კითხვებს:ვაჩვენებ ბაზალეთის ტბის სურათებს და გამოვიყენებ „ვიცი
მინდა ვიცოდე“აქტივობის მეთოდს, ცხრილს შევავსებ გაკვეთილის მსვლელობის დროს
დასმული კითხვებით და მიღებული პასუხებით.მეტი სტიმულისთვის მოვასმენინებ ლექსის აუდიო მასალას და ილიას ხმას. · 15 წთ · B ფაზა . .ფრონტალური
კითხვები: შერომელიმე
მოსწავლეს წავაკითხებ ლექსს და თითოეულ სტროფს
გავაანალიზებინებ თითო მოსწავლეს. · ლექსის
წაკითხვის შემდეგ დავსვამ ფრონტალურ კიტხვებს,რომლის
საშუალებით მივალთ პოეტის მთავარ სათქმელამდე: · ხხალხური
გადმოცემის მიხედვით რისგან წარმოიშვა ბაზალეთის ტბა? - თქმულების
თანახმად რა ასვენია ტბის ძირას? - ვის
ჩაუდგამს იქ აკვანი? - რას
ნატრობს ერი? - რას
შენატრის პოეტი? - იმსჯელეთ,
რატომ აკავშირებს პოეტი ამ აკვანს თამარ დედოფლის სახელთან? - გამოიტანეთ
დასკვნა, რას ნატრობდა ქართველი ხალხი მაშინ, როდესაც ეს ლექსი დაიწერა.რა
მოხდება ყრმის დავაჟკაცების შემდეგ? -----
20 წთ C ფაზა. გაკვეთილის შეჯამება :მოსწავლეებს ვთხოვ
თითო წინადადებით გადმომცენ რა დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან და რა იყო
მათთვის მნიშვნელოვანი .--3წთ საშინაო დავალების მიცემა;1.
ლექსი ზეპირად,დიდი ყურადღება მიაქციონ მხატვრულ კითხვას. 2. თემა დასაწერად ,,ვინ არის
დღეს თქვენთვის გმირი?“--3წთ |
შეფასება |
1.მოსწავლეთა
წარმატებას დავადგენ კითხვების საშუალებით. დავაკვირდები
, თუ როგორ მსჯელობენ ისინი და მივცემ კომენტარების სახით
განმავითარებელ შეფასებას. 2.განმსაზღვრელი შეფასება:განმსაზღვრელი
შეფასებისას ვახდენ მოსწავლის ცოდნის დონის შეფასებას:ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებთან მიმართებაში. |
No comments:
Post a Comment