ანბანის შემობრძანება
სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ პტენის საჯარო
სკოლის პედაგოგი ანა მერაბიშვილი
კლასი პირველი
საგანი/ პედაგოგი ანა მერაბიშვილი
სწავლების საფეხური პირველი კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 5
არცერთი არ საჭიროებს სპეციალურ მიდგომას
გაკვეთილის მნიშ და აქტუალობა : მოსწავლე
იწყებს ანბანის გაცნობას,წერა კითხვის შესწავლას.აანალიზებს წერა კითხვის შესწავლის
საგანმანათლებლო მნიშვნელობას.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები:
საზეიმო განწყობის შქმნა,რათა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი
იყოს მოსწავლეებისათვის.
ი და ა ასოების გაცნობა ,მათი კითხვა და წერა,
მეტყველების განვითარება ლექსიკური მარაგის გამდიდრება
აზროვნების განვითარება
გრაფიკული ჩვევების ფორმორება
წინარე ცოდნა:
ბავშვებმა ი9ციან რომ დედაენა დაწერა იაკობ გოგებაშვილმა
იციან ლექსები იაკობ გოგებაშვილზე დედაენაზე
გამოყენებული მასალა :
სახელმძღვანელო,რვეული დაფა ცარცი ,ხელოვნური იები
,ანბანის მზე,ბავშვების მიერ გამოზერწილი ბგერები.
შეფასება :
კომენტარები დაკვირვება
სცენარი
დაახლოებით ერთი თვის წინ ,თქვენ პირველად შემოდგით
ფეხი ამ სკოლაში ცოდნის ტაძარში სადაც უნდა ეზიაროთ ტკბილ ქართულს ,უნდა გაეცნოთ და დაუმეგობრდეთ ულამაზესს ანბანს,შეიყვაროთ
წიგნები შემდეგ კი კამკამა წყაროსავით წამოვა
სწავლის და ცოდნის გაღრმავების წყურვილი,თქვენი
ნაკადული შეუერთდება მდინარეს და გავა სიბრძნის
დაულეველ ზღვაში
თქვენ ჩაერთვებით ცოდნის მატარებელში რომელიც უსასრულოდ მოგზაურობს და ვითარდება.
No comments:
Post a Comment