Monday, December 12, 2022

ილია ჭავჭავაძე ბაზალეთის ტბა

 


ბაზალეთის ტბა

გაკვეთილის გეგმა

ქართული ენა და ლიტერატურა                

სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი

ანა მერაბიშვილი...პ|ნ  03001003677

          

მთავარი თემა

ილია  ჭავჭავაძის ლექსი ,, ბაზალეთის ტბა“

1.ხალხური  ლეგენდა პოეტური  შთაგონების  წყარო.

2.მხატვრული  ნაწარმოების  შედარება ისტორიულ წყაროსთან.

 

სწავლების  საფეხური

VII კლასი

მოსწავლეთა პროფილი

კლასში  არის  3 მოსწავლე. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.

გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლეები გაეცნობიან,თუ  როგორი გავლენის  მოხდენა  შეუძლია  პოეტსა  და  მწერალზე ხალხურ ფოლკლორს;როგორ შეიძლება იქცეს ლეგენდა პოეტის შთაგონების წყაროდ.გაიხსენებენ თუ რა არის  ხალხური  ზეპირსიტყვიერება.,გაიხსენებენ  მათთვის  ნაცნობ რომელიმე  ლეგენდას,გაეცნობიან თუ სად მდებარეობს ბაზალეთის ტბა და ასევე მის გეოგრაფიულ მდებარეობას.

გაკვეთილის  მიზნები და შედეგები

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.

ბაზალეთის  ტბის  მდებარეობა; ილიას  დაინტერესება ლეგენდით და  ლექსის შექმნა,  ლექსში  წამოჭრილი საკითხის გამოკვეთა, ქვეყნის  არსებული  მდგომარეობის დაკავშირება  თამარის  ეპოქასთან  და  თამარის დაკავშირება  ნაწარმოების  ძირითად თემასთან

ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნი-კაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

წინასწარი  ცოდნა

მოსწავლეებმა იციან ხალხური  ზეპირსიტყვიერების  ნიმუშები,“ ილიას ბიოგრაფია, თამარის  ეპოქის მნიშვნელოვანი  დეტალები,

სასწავლო  მასალა და  ტექნიკური  რესურსები

სახელმძღვანელო, რვეული,  ცარცი, კომპიუტერი,პლაკატები.

გაკვეთილის  მსვლელობა

1.    A  ფაზა. 

 

.კლასს გავაცნობ  გაკვეთილის  მიზანს.

 

.კლასს  ვუსვამ  რამდენიმე  მაპროვოცირებელ შეკითხვას და  ვცდილობ  უპასუხონ დასმულ  კითხვებს:ვაჩვენებ ბაზალეთის ტბის სურათებს და გამოვიყენებ „ვიცი მინდა ვიცოდე“აქტივობის მეთოდს, ცხრილს შევავსებ გაკვეთილის მსვლელობის დროს დასმული კითხვებით და მიღებული პასუხებით.მეტი სტიმულისთვის მოვასმენინებ  ლექსის აუდიო მასალას და ილიას ხმას.

·    15 წთ

 

 

·      B ფაზა . 

.ფრონტალური კითხვები:

 შერომელიმე  მოსწავლეს  წავაკითხებ  ლექსს და  თითოეულ  სტროფს  გავაანალიზებინებ თითო  მოსწავლეს.

·       ლექსის  წაკითხვის  შემდეგ  დავსვამ  ფრონტალურ კიტხვებს,რომლის საშუალებით მივალთ პოეტის მთავარ სათქმელამდე:

 

·   ხხალხური გადმოცემის მიხედვით რისგან წარმოიშვა ბაზალეთის ტბა?

-          თქმულების თანახმად რა ასვენია ტბის ძირას?

-          ვის ჩაუდგამს იქ აკვანი?

-          რას ნატრობს ერი?

-          რას შენატრის პოეტი?

-          იმსჯელეთ, რატომ აკავშირებს პოეტი ამ აკვანს თამარ დედოფლის სახელთან?

-          გამოიტანეთ დასკვნა, რას ნატრობდა ქართველი ხალხი მაშინ, როდესაც ეს ლექსი დაიწერა.რა მოხდება ყრმის დავაჟკაცების შემდეგ?

----- 20  წთ

 

 

C ფაზა.

გაკვეთილის შეჯამება :მოსწავლეებს ვთხოვ თითო წინადადებით  გადმომცენ რა  დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან და რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი .--3წთ

 

საშინაო დავალების  მიცემა;1. ლექსი ზეპირად,დიდი ყურადღება მიაქციონ მხატვრულ კითხვას.

2. თემა  დასაწერად ,,ვინ არის დღეს თქვენთვის გმირი?“--3წთ

 

 

შეფასება

1.მოსწავლეთა წარმატებას  დავადგენ  კითხვების  საშუალებით. დავაკვირდები ,  თუ  როგორ  მსჯელობენ  ისინი და მივცემ კომენტარების სახით განმავითარებელ შეფასებას.

2.განმსაზღვრელი  შეფასება:განმსაზღვრელი  შეფასებისას  ვახდენ  მოსწავლის  ცოდნის დონის  შეფასებას:ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებთან მიმართებაში.

 

 

 

ზმნის პირი და რიცხვი

 

გაკვეთილის გეგმა

ქართული ენა და ლიტერატურა

სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი

ანა მერაბიშვილი

 

გაკვეთილის თემა

ზმნის  პირი  და  რიცხვი

სწავლების საფეხური

 (მე8)კლასი

მოსწავლეთა პროფილი

4 მოსწავლე .(განსაკუთრებული  საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან )

მიზანი

 ისწავლიან  ზმნის  პირისა  და  რიცხვის ნიშნებს

განასხვავებენ  ერთპირიან, ორპირიან და სამპირიან ზმნებს.

შეუძლიათ  ამოიცნონ პირველი, მეორე და მესამე პირის ზმნები

გაანალიზონ უცხო ტექსტებში ზმნის პირისა და რიცხვის სწორი ფორმები

გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა,

ზმნის  სწორად  შესწავლა დაეხმარებამოსწავლეს  მართლწერასა  და მართლმეტყველებაში ,ენის ნორმებისშესაბამისი წინადადებების აგებასა და  ზმნის სხვადასხვა  კატეგორიის გაგებაში 

ე.ს.გ მისაღწევი შედეგები

ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართ. VI. 4. მოსწავლეს შეუძლია მოსმენით განასხვავოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურის მიხედვით.

წინარე ცოდნა

იციან  ზმნის  რაობა, მისი  ფორმაცვალებადობა, დრო და სხვადასხვა  კატეგორიები.

რესურსები

მე_8 კლასის  სასკოლო  სახელმძღვანელო.  

პლაკატები ცარცი, დაფა,ფურცლეი

გაკვეთილის მსვლელობა

ფაზა

ქტივობა–1.

ნასწავლი მასალის გამოკიტხვა ფრონტალური კიტხვებით, ჩამოვლის მეთოდით.  მოსწავლეებს მივმართავ გაიხსენონ რა არის ზმნა? ჩამოთვალონ და განმარტონ ზმნის უკვე შესწავლილი კატეგორიები. რა ეწოდება ზმნის ბრუნვად სიტყვას, მოიყვანონ შესბამისი მაგალითები.

გონებრივი იერიში.

 მოსწავლეების ფრონტალური პასუხების .შემდეგ მივმართავ მოსწავლეებსგაიხსენონ,  რა  იციან  პირის შესახებ. ზმნა  ფორმაცვალებადია  თუ ფორმაუცვლელი? რას ქვია რიცხვი ,დრო? ( 5წთ.)

.

ფაზა

აქტივობა.2 მინი. ლექცია მასწავლებელი აცნობს  მოსწავლეებს გაკვეთილის თემას,მიზნებს, ზმნის წარმომავლობას, პირისა და რიცხვის მნიშვნელობას.(10წთ.)

 

მოსწავლეები ეცნობიან დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენილ მასალას. მათ ეძლევათ კონკრეტული დავალება ინდივიდუალურად გაარჩიონ  ზმნები და ახალი მასალა დაუკავშირონ წინარე ცოდნას. და განმარტონრომელპირსა და რიცხვში დგას ზმნა. მათ მიერ მოყვანილ მაგალითზე დაასაბუთონრომ ზმნა ფორმაცვალებადი სიტყვაა.

 

მასწავლებელი აწვდის ფორმებს მხოლობითისადა მრავლობითის გასარჩევად,ასევე სუბიექტური და ობიექტური პირის ფორმებს,რომელიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, /ვსაუბრო ვსაუბრობთ უნდაუნდათდა ავალებს განსხვავებული ბგერების გამოყოფას.

 

მოსწავლეები გაეცნობიან  პლაკატების  საშუალებით წარდგენილ მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ  სქემატაბულაშესასწავლად.

 

·                     ზმნა ჩასვან წინადადებაში დაშეცვალონ  არსებითი სახელები შესაბამისი პირის ნაცვალსახელით.(20 წთ)

·                      

 ფაზა

·                      

n  ვაკეთებთ გაკვეთილის საერთო ანალიზს-შეჯამებას. მოსწავლეებს ვთხოვ თითო წინადადებით გადმომცენ რაც დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან და რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი(4წთ)

 

  საშინაო დავალება

 

დაურიგებ ტექსტებს  საიდანაც ამოწერენ ერთპირიან, ორპირიან და სამ პირიან ზმნებს.ამოწერილ ზმნებს გადაიყვანენ სხვადასხვა რიცხვში.     (3 წთ)

 

შეფასება

შეფასება.

გამოყენებული იქნება განმავითარებელი შეფასება.(3 წთ)